„პროგრესბანკის“ სკანდალი – უცნობი დეტალები

კალაძე, ივანიშვილი, გავრილოვი, ხაზარაძე _ „პროგრესბანკის“ სკანდალზე, ჯერჯერობით, მხოლოდ ეს გვარები ამოტივტივდა. მთავარი სკანდალი ისევ ფულის გათეთრებაა. ამ დრომდე არავის გახსენებია, რომ „პროგრესბანკში“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მოქმედი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი იყო, ღარიბაშვილის გარემოცვის სახელს კი საქართველოდან კიდევ ერთი, ამერიკული „კაპიტალბანკის“ გაძევება დაუკავშირდა.

რა ხდებოდა „პროგრესბანკის“ ირგვლივ და აქამდე უცნობი რა დეტალები გაარკვია „ქრონიკა+“-მა?

ილია გავრილოვმა ბანკის წილი 2013 წელს კახი კალაძისგან შეიძინა. ამ გარიგებაში მთავარი კითხვაა, _ ვინ არის ილია გავრილოვი?
2013 წლის მდგომარეობით გავრილოვი ესპანეთის პოლიციის მიერ იძებნებოდა. გამოძიებით დაადგინეს, რომ ის ჩართული იყო ესპანეთში მოქმედ რუსულ მაფიასთან ერთად ფულის გათეთრების სქემაში. რუსეთში არალეგალურად ნაშოვნი ფულით ესპანეთში უძრავ ქონებას ყიდულობდა, ე. ი. ფულს რეცხავდა. ამავე სქემის ერთ-ერთი მონაწილეა ტორშინი, რუსეთის ფედერალური ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. იმ მომენტისთვის, როცა ძებნა გამოაცხადეს, ესპანეთის პოლიციამ გავრილოვის რეალური სურათიც კი ვერ მოიპოვა.
ასეთი საეჭვო რეპუტაციის ადამიანი 2013 წელს შემოდის საქართველოს საბანკო სისტემაში, კალაძისგან ყიდულობს „პროგრესბანკის“ აქციების 80%-ს და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი ხდება.
აქვე ისმის მეორე მთავარი კითხვა, _ როგორ შემოუშვა ეროვნულმა ბანკმა, რომელსაც 2013 წელს გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა, საერთაშორისო ძებნაში მყოფი ადამიანი საქართველოს საბანკო სისტემაში?
იყო თუ არა გავრილოვის შემოშვებაზე ეროვნული ბანკის მიერ თვალის დახუჭვა ქადაგიძის ინდულიგენციის წინაპირობა, რომელიც ივანიშვილმა გასცა?
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, 2013 წელს ხიდის ფუნქცია ეროვნულ ბანკსა და „პროგრესბანკს“ შორის ზვიად და ვაჟა ჯანყარაშვილებმა შეასრულეს. ვაჟა ჯანყარაშვილი ყოფილი პროკურორია, 2012 წლიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იყო, იგი გიორგი ქადაგიძის წარდგინებით მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა.
წყაროს ინფორმაციით, სწორედ ზვიად და ვაჟა ჯანყარაშვილებმა უზრუნველყვეს, რომ ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საბანკო სექტორში გავრილოვის შემოსვლა არ შეამოწმა და არც წინააღმდეგობა გაწია.
„პროგრესბანკის“ შესახებ ჟურნალისტური გამოძიება „აი, ფაქტმა“ 2017 წელს გამოაქვეყნა.
გამოძიების ავტორები არიან დევიდ ბლოსი და ნინო ბაქრაძე.

რას გვიყვება „აი, ფაქტის“ ჟურნალისტური გამოძიება?
21 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში გასამარჯვებლად კახა კალაძე თბილისის მცხოვრებლებს ჰპირდება, რომ ქალაქის პრობლემებს სწორედ ის და მისი გუნდი გადაჭრიან.
მაგრამ ამომრჩეველმა მხედველობაში უნდა მიიღოს კალაძის მიერ 2007 წელს დაფუძნებული „პროგრესბანკის“ პრობლემების ისტორიაც. ბანკს თბილისის მერობის კანდიდატი და მისი გარემოცვა 2016 წლის სექტემბრამდე მართავდა. სექტემბერში „პროგრესბანკის“ აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილი „თიბისი ბანკის“ ხელში გადავიდა.
„პროგრესბანკმა“ მისი 9-წლიანი ისტორიის მანძილზე მხოლოდ 2010 წელი დაასრულა 354,000-ლარიანი მოგებით, დანარჩენი 8 წლის მანძილზე კი, საერთო ჯამში, 5.4 მილიონი ლარი დაკარგა.
კალაძე „პროგრესბანკის“ 100%-ს 5 წლის მანძილზე ფლობდა. უახლოეს წარსულში ბანკის მფლობელები იყვნენ:
– რუსულ-ამერიკული წარმოშობის მილიონერი, მაიკ ზოი, რომელსაც ავტორბოლა იტაცებს;
– ილია გავრილოვი, რუსი ბანკირი, რომელიც ახლახან რუსეთში დიმიტრი მედვედევთან გარიგებაში მონაწილეობდა;
– საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბანკის აქციების 21.79%-ს 2012 წლის იანვრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე გავრილოვთან ერთად ფლობდა.
გავრილოვი 2015-2016 წლებში „პროგრესბანკის“ საკონტროლო პაკეტს ფლობდა. საქართველოში შემოსვლიდან მალევე გავრილოვის „ფედერალურ სადეპოზიტო ბანკს“ რუსეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია საეჭვო გადარიცხვებისა და კანონთან შეუსაბამო საკრედიტო პოლიტიკის გამო შეუჩერდა,
ჩრდილოკავკასიურმა პატარა ბანკმა „რაზვიტიემ“ კი 2015 წელს 12 მილიონი აშშ დოლარი „პროგრესბანკში“ დეპოზიტზე განათავსა. 2016 წლის ოქტომბერში ბანკმა ლიცენზია დაკარგა და შეიძლება, დამნაშავედ ცნონ ფულის მითვისებასა და განზრახ გაკოტრებაში.
„რაზვიტიეს“ მსგავსად, „პროგრესბანკსაც“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის ოქტომბერში გაუუქმა.
კალაძე ჯერ კიდევ საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფეხბურთელი იყო, როდესაც 12 მილიონი ლარი „პროგრესბანკში“ ჩადო და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და იტალიელი ლორენცო ჩიპრიანი აირჩია. ჩიპრიანი კალაძის სახელით საფეხბურთო კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ანუ მისი სპორტული აგენტი იყო.
გიორგი კეპულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე, „აი, ფაქტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მდიდარი ადამიანებისთვის საბანკო სფერო მიმზიდველია, რადგან მათ, საკუთარი ბანკის გახსნით, ფულის გადარიცხვისას თანხების დაზოგვა შეუძლიათ.
2007 წელი ბიზნესის საქართველოში დასაწყებად არცთუ მთლად სახარბიელო დრო იყო. 2008 წელს რუსეთთან ომმა ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა.
პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც კალაძის მიერ დაფუძნებულ „კალა კაპიტალს“ უნდა განეხორციელებინა, არსენალის მთაზე მინიქალაქის გაშენება იყო. გეგმის მიხედვით, კომპანიას 80 ჰექტარ მიწაზე 10 წლის მანძილზე საცხოვრებელი და სამთავრობო კომპლექსი, საოფისე და კომერციული ფართები, სათამაშო მოედნები და გასართობი ცენტრები უნდა აეშენებინა. ამ მიზნით კომპანიას 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა მოეზიდა და 25 ათასი ადამიანი დაესაქმებინა. უძრავი ქონების შესახებ დავამ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს საპატრიარქო მონაწილეობდნენ, პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა. მხოლოდ ამ შემთხვევაში კალაძემ, მინიმუმ, მიწაში გადახდილი 19 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.
ნოღაიდელმა „პროგრესბანკი“ 2009 წელს დატოვა, კალაძემ კი 2013 წელს, _ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა იგი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ კალაძემ საკუთარი აქციები გაასხვისა, მისი გარემოცვა კვლავ ბანკის მმართველ გუნდში დარჩა:
– კალაძის სპორტული აგენტი, იტალიელი ლორენცო ჩიპრიანი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო ბანკის არსებობის ბოლო დღემდე;
– 2014 წლიდან კომერციული დირექტორის თანამდებობა ჯერ კალაძის სიმამრ ბადრი არეშიძეს ეკავა, შემდეგ იმავე თანამდებობას მერობის კანდიდატის ბიზნესპარტნიორი ილია კეჭაყმაძე იკავებდა;
– აკაკი კორძაძეს, რომელიც დღემდე კალაძის სიმამრის ბიზნესპარტნიორია, 2016 წლის ივნისამდე „პროგრესბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, ივნისიდან კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა.
2013 წელს კალაძემ ბანკის აქციები (78.29%) კვიპროსის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანია Webion Investments Limited-ს გადასცა, რომელსაც იმ დროს მაიკ ზოი ფლობდა.
ზოი კალაძის ქართულ ბიზნესში, ჯერ კიდევ, 2007 წელს გამოჩნდა, როცა სს „კალა დეველოპმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ზოი რუსულ-ამერიკული წარმოშობის მილიონერია, რომელსაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვს. იგი ფულს ტრადიციულ და ალტერნატიულ ენერგეტიკაში აბანდებს, მაგალითად, გიგანტური ბატარეის შექმნაში, რომლის ენერგია პატარა ქალაქსაც კი ეყოფა. მისი კიდევ ერთი კომპანია 3D კომპიუტერულ გრაფიკას აწარმოებდა, მოგვიანებით ნავთობისა და გაზის მომპოვებელ კომპანიად გადაიქცა და რუსეთში განაგრძო საქმიანობა. ზოი ახლა „ფორმულა 1-ის“ მარკეტინგითა და პიარითაა დაინტერესებული.
2011 წლის ბოლოსა და 2012 წლის იანვარში „პროგრეს ბანკის“ 21.71% ივანიშვილმა შეიძინა.
„წინა ხელისუფლება ყველა კანონიერი და უკანონო მეთოდით ებრძოდა განსხვავებული აზრის ნებისმიერ მატარებელს, მათ შორის იყო კახი კალაძეც, რომელსაც ეკუთვნოდა „პროგრესბანკი“. იმისთვის, რომ „ნაციონალების“ მთავრობას ბოლომდე არ გაეკოტრებინა ეს ბანკი, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მის კაპიტალში გარკვეული თანხა შეიტანა და მისი შესაბამისი წილი შეიძინა. ეს ოპერაცია იყო გაკეთებული მხოლოდ და მხოლოდ ბანკისა და მისი დეპოზიტარების დასაცავად და მხარდაჭერის მიზნით, შესაბამისად, არ იყო გათვლილი არანაირ მოგებაზე“, – განუცხადა „აი, ფაქტს“ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა. 2015 წელს მაიკ ზოიმ კალაძისგან მიღებული აქციების 78.29% პანამის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ Pintex Groups-ს გადასცა. „პროგრესბანკის“ ანგარიშების მიხედვით, Pintex Groups-ის მფლობელი ილია გავრილოვი იყო.
ილია გავრილოვი თურქმენეთიდან წამოსული ბანკირია. გავრილოვის „ფედერალური ბანკი“ 1994 წლიდან მოსკოვში საქმიანობდა. 2010-ანი წლების ბოლოს „ფედერალური ბანკი“ ესპანეთის საგამოძიებო სამსახურების მიერ იყო ეჭვმიტანილი მაფიის წევრი ორგანიზაციების მხრიდან ფულის რუსეთიდან გატანაში.
2001 წელს გავრილოვი დავით იაკობაშვილთან ერთად იმ კომპანიის შექმნაში მონაწილეობდა, რომელიც დღემდე ორ მაღაროს ფლობს კემეროვოს რეგიონში. იაკობაშვილი კი ივანიშვილის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორია. ივანიშვილმა სწორედ მას გადასცა თავისი რუსული წილების ნაწილი 2012 წელს, როდესაც თავად საქართველოს პრემიერის თანამდებობა ეკავა.
გავრილოვის სახელი რუსულ პრესაში 2017 წლის აპრილში გამოჩნდა. ამჯერად საქმე ეხებოდა უძრავი ქონების მიღების სანაცვლოდ დიმიტრი მედვედევის, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოქრთამვას. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გავრილოვის ბიზნესპარტნიორი ამ გარიგების მონაწილე იყო.
„პროგრესბანკის“ კიდევ ერთი პარტნიორი გახლდათ ყარაჩაი-ჩერქეზეთში რეგისტრირებული მცირე ზომის ბანკი „რაზვიტიე“. 2015 წლის მანძილზე „პროგრესბანკის“ სადეპოზიტო ანგარიშზე „რაზვიტიემ“ 12.1 მილიონი აშშ დოლარი განათავსა.
„რაზვიტიეს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2016 წლის 10 ოქტომბერს ჩამოერთვა, გაკოტრებულად კი თვე-ნახევრის შემდეგ გამოცხადდა. 2017 წლის იანვარში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა. ცენტრალურმა ბანკმა მტკიცებულებები იპოვა, რომ „რაზვიტიემ“ ქონების მითვისების მიზნით გასცა ფიქტიური სესხები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, არასათანადოდ გადაიხადა ბანკის მიერ აღებული ვალები, მოიპარა თანხები სავალდებულო სადეპოზიტო სადაზღვევო ფონდიდან, რამაც მიზანმიმართულად მიიყვანა ბანკი გაკოტრებამდე.
„რაზვიტიესგან“ განსხვავებით, 2015 წელი „პროგრესბანკისთვის“ წარმატებული იყო. გაიხსნა 5 ფილიალი და წლის ბოლოსთვის ბანკს ქვეყნის მასშტაბით 8 ოფისი ჰქონდა.
„პროგრესბანკი“ გეგმავს მნიშვნელოვან ზრდას კლიენტთა ხარჯზე“, _ უთხრა მაშინდელმა დირექტორმა აკაკი კორძაძემ გამოცემა The Financial-ს 2015 წელს. „ბანკი მომავალი წლების მანძილზე კონცენტრირდება კლიენტებისთვის ინოვაციური მომსახურების სერვისების მიწოდებაზე. სერვისცენტრები უკვე წარსულს უნდა ჩაბარდეს“.
ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან 10 თვეში „პროგრესბანკი“ ბაზრიდან ბურუსით მოცულ ვითარებაში გაქრა. მისი პორტფელი (აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილი) და ბანკ „რესპუბლიკის“ საკონტროლო პაკეტი „თიბისიმ“ შეიძინა, თუმცა, თავდაპირველად, „რესპუბლიკის“ ყიდვა „ჰუალინგ ჯგუფს“ სურდა. დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო ეს გარიგება მოლაპარაკების საბოლოო ეტაპზე ჩაიშალა.
„ჰუალინგ ჯგუფი“ ჩინური კონგლომერატია და საქართველოსთვის _ ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორიც. კომპანია ქვეყანაში ფლობდა „ბაზისბანკს“ და 2016 წელს „ბანკ რესპუბლიკის“ შესყიდვაც გადაწყვიტა. ამგვარად, „ჰუალინგი“ ქართულ საბანკო სფეროში მესამე მსხვილი მოთამაშე გახდებოდა. მათსა და „რესპუბლიკას“ შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრი ბანკი „თიბისიმ“ იყიდა. ამავე გარიგების ნაწილი გახდა „პროგრესბანკის“ 108 მილიონი ლარის აქტივები და 108 მილიონის ვალდებულებებიც.
„თიბისი ბანკს“ არანაირი კავშირი არ აქვს „პროგრესბანკის“ ლიკვიდაციასთან და მის მთლიან საქმიანობასთან“, – ნათქვამია „თიბისის“ მიერ „აი, ფაქტისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ პასუხში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „პროგრესბანკის“ ლიკვიდიაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. „პროგრესბანკის“ კლიენტების უდიდესი ნაწილი „თიბისი ბანკის“ კლიენტი გახდა. აქედან გამომდინარე, „თიბისის“ მხოლოდ იმ პირების მიმართ აქვს ვალდებულება, რომლებიც მან „პროგრესბანკისგან“ მიიღო“, – განუცხადეს „აი, ფაქტს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
„პროგრესბანკის“ პორტფელის გაყიდვიდან 9 დღეში, 2016 წლის 22 სექტემბერს, ახალი კომპანია შპს „პროგრეს კაპიტალი“ დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის საქმიანობა უცხოური ვალუტით ვაჭრობასთან, სესხების მიღებასა და გაცემასთან არის დაკავშირებული. „პროგრეს კაპიტალის“ წილებს ახლა აკაკი კორძაძე („პროგრესბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი) და კალაძის სიმამრი, ბადრი არეშიძე ფლობენ.
„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელსაც ილია გავრილოვი ფლობს.

ილია გავრილოვის კომპანიები:
ჰტტპს://ზაცჰესტნყიბიზნეს.რუ/ფლ/773604957401
1. სს „მთის მწვერვალები“ (2008 წ.)
ანიკიევი/რაგულინა;
2. სს „სპეცსერვისი“ (2007 წ.)
კუჩერიავენკო/ეგოროვი 1992-2007 წლებში შექმნილი 50 კომპანიიდან 41 ლიკვიდირებულია);
3. შპს „სალს ლაიფი“ (2011 წ.);
4. შპს „გიპროგორდეველოპმენტი“ (1997 წ.)
„ჯეი ეფ ემ ნვესტმენტს“ (2009 წ.), შვეიცარია;
5. „ისტ ინვესტი“ (2006 წ.)
evans invest LTD (ბრიტანეთის ვირჯინია)
დახ. სს „სიბინტერსტროი“ (ლიკვიდირებული).
ილია გავრილოვი
ჰტტპს://წწწ.ვედომოსტი.რუ/რეალტყ/არტიცლეს/2017/04/12/685263-სოტსგოსპროეკტ-ოსობნყაკა-რუბლევკე
6. შპს „უგლეტრანსი“ (2016 წ.)
ფილიპოვი/გავრილოვი
დაფუძნდა ნოვოსიბირსკში.
კომპანიამ სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ ქვანახშირის კომპანია „ზარეჩნაიას“ კრედიტორი გამხდარიყო (18 განცხადება; 5-5 შპს „ზარეჩნაიას“, სს „ზარეჩნაიას საბადოს“, 8 კი სს „ალექსიევსკაიას საბადოს“ ეხება). „უგლეტრანსს“ სურდა, რომ სასამართლოს მისი კომპანიით ჩაენაცვლებინა „გაზპრომბანკი“, შპს „კარაგაილინსკის საბადოს მმართველობა“, შპს „გაზპრომბანკის ლიზინგი“, შპს „ელიტსტროიინვესტი“ და შპს „იკერა ინვესტი“.
შპს „უგლესტრანსის წინამორბედად ითვლება „სავაჭრო საწარმოო კავშირი“, რომელიც ნოვოსიბირსკში 2007 წელს დაფუძნდა. დამფუძნებლები იყვნენ: ანდრეი ფილიპოვი (უგლეტრანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი) და ოლეგ ტომილოვი.
ოლეგ ტომილოვი, ილია გავრილოვი, გავრილ იუშვაევი და დავით იაკობაშვილი ფლობდნენ კომპანია „პრომუგლესბიტს“. იაკობაშვილმა თავისი წილი კომპანიაში გადასცა იუშვაევს (თავის ბიზნესპარტნიორს „ვიმ-ბილ-დანიდან“).
ჰტტპს://წწწ.რბც.რუ/პოლიტიცს/14/11/2016/5829ე1539ა7947ა566ბბბ8ცბ;
7. შპს „ინოვაციური სამედიცინო გადაწყვეტილებები“ (2017 წ.)
დირექტორი რახიმჯან როზიევი,
ილია გავრილოვი, ალექსანდრე ვიკულინი.
შპს „ალტი“
შპს „სამედიცინო-კვლევითი ცენტრი „აქტიური მოლეკულების პარკი“
შპს „პამ-ინვესტი“;
8. კომერციული ბანკი „ფედერალური სადეპოზიტო ბანკი“ (ÔÄÊ). 2015 წლის 4 დეკემბრის განკარგულებით ჩამოერთვა ლიცენზია საბანკო ოპერაციების განხორციელებაზე.
ჰტტპს://წწწ.ბანკი.რუ/ნეწს/ლენტა/?იდ=8493304
დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ვალერი ბუდარინი.
გავრილოვი
შპს „საინჟინრო-ტექნიკური პროექტი“;
სს „ისტ-ინვესტ ჯგუფი“;

„evans invest LTD“;

დსს „სიბინვესტსტროი“
ილია გავრილოვი
დირექტორი მიხაილ სელეზნიოვი
სელეზნიოვი რამდენიმე ლიკვიდაციის პროცესის მმართველია.
ბანკის დროებითმა ადმინისტრაციამ საკრედიტო ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის შესწავლის შედეგად გამოავლინა საეჭვო გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის კრედიტების გაცემის გზით აქტივების გატანის ოპერაცია. თანხა შეადგენს 4,3 მილიარდ რუბლს.
ამის შესახებ აღნიშნულია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
ამავდროულად, ბანკი ფაქტობრივი გადახდისუუნარობის პერიოდში ატარებდა ოპერაციებს, რომელთა შედეგად, ძირითადად, დაკმაყოფილებული იყო ზოგიერთი კრედიტორის მოთხოვნა, სხვების ხარჯზე, საერთო თანხით, 0,4 მილიარდი რუბლი.
დროებითი ადმინისტრაციის შეფასებით, ბანკის აქტივების ღირებულება არ აღემატება 0,2 მილიარდ რუბლს მაშინ, როდესაც კრედიტორების მიმართ დავალიანება შეადგენს 2,3 მილიარდ რუბლს. შესაბამისად, ბალანსში სხვაობა შეადგენს 2,1 მილიარდ რუბლს.
საქმეში გამოძიებისთვის ჩართულია: რფ გენპროკურატურა, რფ შსს და რფ საგამოძიებო კომიტეტი.
ჰტტპს://წწწ.ბანკი.რუ/ნეწს/ლენტა/?იდ=9079639
ბანკი დაფუძნდა 1994 წელს მოსკოვში სახელწოდებით „ბალყარ-ბანკი“. დამფუძნებელი იყო პიოტრ იანჩევი _ 1990-იან წლებში სკანდალურად ცნობილი კომპანია „ბალყარ-თრეიდინგის“ გენერალური დირექტორი და ცენტრ „ბალაშიხა-ლადას“ ხელმძღვანელი.
ჰტტპს://წწწ.კომმერსანტ.რუ/დოც/118302
1995-96 წლებში „ბალყარ-ტრეიდინგისა“ და „ბალაშიხა-ლადა“ ბანკის თანამფლობელების სიიდან გაირიცხა პიოტრ იანჩევის დაპატიმრების გამო. მათი ადგილი დაიკავა ექვსმა კომერციულმა სტრუქტურამ და მოსკოვის ხელისუფლების სამშენებლო დეპარტამენტმა. საკრედიტო ორგანიზაცია არ არის სადაზღვევო შენატანების სისტემის მონაწილე.
წინა სალიკვიდაციო პერიოდში ბანკის 99,95% ეკუთვნის მმართველობის ხელმძღვანელ ილია გავრილოვს, რომელიც, ამავე დროს, სტავროპოლის შპს „იუგსტროირესურსის“, მოსკოვში რეგისტრირებული დსს „სიბინტერსტროისა“ და სს „ისტ ინვესტ ჯგუფის“ თანამფლობელია, ასევე კომპანია „7 მწვერვალის“ ყაბარდო-ბალყარეთში.
ადრე იყო თანადამფუძნებელი სტავროპოლში რეგისტრირებული შპს „იუგრესურსში“ და კემეროვოს ოლქში რეგისტრირებულ შპს „უკ პრომუგოლსბიტში“.
ბანკი აღნიშნავს, რომ თავის საკრედიტო პრაქტიკაში უპირატესობას ანიჭებს კორპორაციულ მსესხებლებს, აგრომრეწველობას, ნავთობმომპოვებელ და ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსებს. კრედიტების 85% გაცემულია მცირე მეწარმეებისთვის. ფულადი სახსრების მართვის მომსახურების კლიენტებს შორის დაფიქსირდნენ კომპანიები: შპს „იუგსტროირესურსი“, დსს „ისტ ინვესტ ჯგუფი“, შპს „პანაგრო“, ღსს „მელკომბინატი“, „სვ დეველოპმენტი“, შპს „სავაჭრო-საწარმოო კავშირი“, ღსს „კპ“, ღსს „ბრიანსკსპირტპრომი“, ღსს „მოსკოვის საოლქო საიპოთეკო სააგნეტო“ (ნაწილი თავად გავრილოვის კომპანიებია).
დირექტორთა საბჭო: სერგეი მორგუნოვი, დიმიტრი არონინი, ეკატერინა კოჩეტოვა.
მმართველობა: ილია გავრილოვი (თავმჯდომარე), იულია, ცუკანოვა, ნატალია ფუნტოვა.
ილია გავრილოვი (გილგენი) წარმოშობით თურქმენეთიდანაა. 1992-1996 წლებში მუშაობდა „ბალყარ-ტრეიდინგში“. მოგვიანებით, ნიკოლაი და სერგეი დუბიკების მეშვეობით, ჩაერთო თურქმენული გაზის გარიგებებში და, ფაქტობრივად, ხელში ჩაიგდო უმსხვილესი ხორბლის კომპანია „მელინვესტი“, შემდეგ კი „ლუკოილის“ მიერ კონტროლირებადი ვოლგოგრადის გადამამუშავებელი ქარხნის ნაკადის კონსოლიდირება განახორციელა ÔÄÁ-ს ადგილობრივი ოფისის მეშვეობით.
ჰტტპს://წწწ.ბანკი.რუ/ბანკს/მემორყ/ბანკ/?იდ=8493336
2016 წლის 10 ოქტომბერს ლიცენზია ჩამოართვეს კიდევ ერთ ბანკს _ „რაზვიტიეს“.
ჰტტპ://წწწ.ცბრ.რუ/Qუერიეს/XსლტBლოცკ/Fილე/31947?ფილეIდ=12024
ბანკი დაფუძნდა 1994 წელს ყარაჩაევო-ჩერქეზეთში.
მისი მფლობელები არიან: ოლეგ ბერეზოვსკი, სვეტლანა სტოროჟილოვა, შპს „პანაგრო“.
შპს „პანაგროს“ მფლობელები არიან: ილია გავრილოვი, მურატ ისაკოვი, ვლადიმირ გლებოვი, უმარ ხაპსიროკოვი.
2016 წლამდე იყვნენ: ილია გავრილოვი, ანდრეი ოსიპოვი, შპს „ტანტი ლიმიტედ“ (მარიო დ’ორაციო).
უმარ ხაპსიროკოვი
ჰტტპს://ნეწსტრაცკერ.რუ/არტიცლე/ტილდა/17-04-2019/კლან-ჰაპსიროკოვყ
ილია გავრილოვის კავშირი ტაგანის მაფიასთან (ე.წ. ესპანური დოსიე)
ჰტტპს://რუცრიმინალ.ინფო/რუ/მატერიალ/71
მარგარიტა სოლომონოვა: ÔÄÁ-ს მმართველობის თავმჯდომარე
ჰტტპს://წწწ.ცომპანყინფო.გე/უპლოადს/დოცს/71490/714908-B16088599.პდფ

სს „პროგრესბანკის“ მმართველები:
ილია კეჭაყმაძე
ჰტტპს://ენრეგ.რეესტრი.გოვ.გე/მაინ.პჰპ?მ=ნეწ_ინდეხ
ბადრი არეშიძე _ კომერციული დირექტორი
დავით ოყროშიძე _ ოპერაციული დირექტორი
კონსტანტინე სულამანიძე _ გენერალური დირექტორი
ჰტტპს://ოპენცორპორატეს.ცომ/ცომპანიეს/პა/705670

ელისო კილაძე