პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები _ 2019 წელი

ქართულ რეალობაში პოლიტიკურ პარტიებს არა მხოლოდ იდეოლოგიური კრიზისი აქვთ, არამედ ორგანიზაციული თუ ინსტიტუციური განვითარების პრობლემები, რაც, შესაბამისად, ხელს უშლის პოლიტიკის განვითარებას. ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის ერთ-ერთი მტკივნეული გამოწვევა დაფინანსების არაეფექტიანი და პოლიტიკურად უშინაარსო სისტემაა.
პარტიის ქონებას ქმნის: საწევრო შენატანები, შემოწირულობები, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა და საწესდებო მიზნების მიხედვით საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავალი.

ქართული კანონმდებლობა განმარტავს, რომ შემოწირულობად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის მიერ პარტიისთვის ჩარიცხული თანხა, პარტიის ანგარიშზე საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხა და ასევე ის მატერიალური თუ არამატერიალური ფასეულობა, რაც პარტიამ ფიზიკური ან იურიდიული პირისგან უასასყიდლო ან შეღავათიანი პირობებით მიიღო. თუმცა, კანონმდებლობით, პარტიას ასევე უფლება აქვს, კრედიტი აიღოს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკისგან „საერთო რაოდენობის არაუმეტეს ერთი მილიონი ლარისა კალენდარული წლის განმავლობაში“.
ქართულ კანონმდებლობას ცხადია, ასევე აქვს გარკვეული აკრძალვები პარტიების დაფინანსების კუთხით. კერძოდ, იმავე ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოში პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თუ მოძრაობებისგან, სახელმწიფო ორგანოებისგან ან სახელმწიფოსთან ასოცირებული ორგანიზაციებისგან, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არასამეწარმეო იურიდული პირისგან ან რელიგიური ინსტიტუციებისგან, მოქალაქეობის არმქონე პირისგან და ანონიმური ფორმით. თუმცა პარტიამ შესაძლოა, შემოსავალი მიიღოს რაიმე საჯარო ღონისძიებებისგან, მაგრამ კანონი განსაზღვრავს, რომ ასეთი აქტივობიდან მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში. ასევე კანონმდებლობით პარტიის მიერ ყოველი მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო ყოველი იურიდიული პირისგან მიღებული შემოწირულობები წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. რაც შეეხება პარტიის წევრების საწევრო შენატანს, თითოეული წევრის მიერ განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს.
ასეთია კანონმდებლობა, რომელიც არსებულ მოცემულობას გვთავაზობს.
ახლა კი განვიხილოთ ტოპ 5 პარტია შემოწირულობების მიხედვით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს პერიოდს: 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 19 ივლისის ჩათვლით. ყველასთვის მოსალოდნელია, რომ პირველ ადგილს შემოწირულობების მიხედვით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იკავებს. ჯამში, აღნიშნულ პერიოდში „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული თანხა 3,689,500 ლარს წარმოადგენს. მეორე ადგილზე საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო _ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ _ 164,862 ლარითაა წარმოდგენილი; რაც შეეხება მესამე ადგილს, შემოწირულობების მიხედვით მესამე ადგილზე მთავარ ოპოზიციურ ძალად წოდებული „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლის შემოწირულობები 01.01.2019-დან 19.07.2019-ის ჩათვლით წარმოადგენს 103,435 ლარს; მეოთხე ადგილზე კი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოა“, ამ პარტიის შემოწირულობა მოცემულ პერიოდიში 39,450 ლარია; შემოწირულობების მიხედვით ტოპ 5 პარტიის ბოლო ადგილზე კი ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩია“ _ 36,910 ლარით.
როგორც ირკვევა, მხოლოდ მმართველი გუნდის ტოპ 10 შემომწირველში გვხვდება ორგანზაციები, ფინანსური რეიტინგით მომდევნო ორი პარტიის შემომწირველებში მხოლოდ ფიზიკური პირები ფიქსირდებიან.

01.01.2019-დან 19.07. 2019-ის ჩათვლით „ქართული ოცნების“ ტოპ 10 შემომწირველი:
1. ორგანიზაცია „ახალი ტექნოლოგიები“, 14/05/2019 _ 100,000 ლარი;
2. ორგანიზაცია „სერვის არგო“, 04/07/2019 _ 100,000 ლარი;
3. ორგანიზაცია „ციტადელი“, 02/07/2019 _ 100,000 ლარი;
4. ორგანიზაცია „საქართველო“, 02/05/2019 _ 100,000 ლარი;
5. ორგანიზაცია „ქართული ღვინის იმპერია“, 08/05/2019 _ 100,000 ლარი;
6. ორგანიზაცია „გაგრა+“, 23/04/2019 _ 100, 000 ლარი;
7. ორგანიზაცია „ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმო LTD GACC“, 07/05/2019 _ 99,900 ლარი;
8. ფიზიკური პირი, ალექსანდრე ჩოჩია, 27/03/2019 _ 60,000 ლარი;
9. ფიზიკური პირი შალვა სირაძე, 29/03/2019 _ 60,000 ლარი;
10. ფიზიკური პირი დავით ბალანჩივაძე 28/03/2019 _ 60,000 ლარი.

„ქართული ოცნების“ შემომწირველებისგან განსხვავებით ბევრად უფრო მოკრძალებულად გამოიყურება „ევროპული საქართველოს“ შემომწირველების ფულადი რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ შემომწირველებს შორის გვხვდებიან პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი:
1. ფიზიკური პირი დავით ავალიანი, 01/06/2019 _ 10,500 ლარი;
2. ფიზიკური პირი გიორგი ბოკერია, 01/06/2019 _ 8,400 ლარი;
3. ფიზიკური პირი ოთარ კახიძე, 17/04/2019 _ 7,200 ლარი;
4. ფიზიკური პირი დავით ავალიანი, 17/01/2019 _ 6,750 ლარი;
5. ფიზიკური პირი მზია იოსელიანი, 01/06/2019 _ 5,600 ლარი;
6. ფიზიკური პირი კობა ძაგნიძე, 01/06/2019 _ 5,600 ლარი;
7. ფიზიკური პირი ვალერი ყურაშვილი, 01/06/2019 _ 5,600 ლარი;
8. ფიზიკური პირი გიორგი ბოკერია, 17/01/2019 _ 5,400 ლარი;
9. ფიზიკური პირი ტარიელ ფანჩულიძე, 01/06/2019 _ 4,9000 ლარი;
10. ფიზიკური პირი თამარ ჩერგოლეიშვილი _ 07/06/2019 _ 4,500 ლარი.

რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ ძალად წოდებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, 01.01.2019-დან 19.07. 2019-ის ჩათვლით მათი ტოპ 10 შემომწირველი არის:
1. ორგანიზაცია „საქართველო“, 01/02/2019 _ 14,076 ლარი;
2. ფიზიკური პირი მამუკა ჩიქოვანი, 10/05/2019 _ 13,000 ლარი;
3. ფიზიკური პირი უშანგი ხიჯაკიძე, 01/04/2019 _ 6,963 ლარი;
4. ფიზიკური პირი გიორგი ქურდაძე, 18/01/2019 _ 5,500 ლარი;
5. ფიზიკური პირი, ნინო მამაცაშვილი, 06/02/2019 _ 5,073 ლარი;
6. ფიზიკური პირი ირაკლი ნადირაძე, 07/05/2019 _ 5,000 ლარი;
7. ფიზიკური პირი ლილე ლიპარტელიანი, 07/05/2019 _ 5,000 ლარი;
8. ფიზიკური პირი ლატავრა ლალიაშვილი, 04/03/2019 _ 4,950 ლარი;
9. ფიზიკური პირი თეა გოგიტაშვილი, 20/02/2019 _ 4,645 ლარი ლარი;
10. ფიზიკური პირი პაატა მანჯგალაძე, 07/05/2019 _ 3,450 ლარი.

ნენე ინჯგია