კორუფცია აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში


წარმოგიდგენთ აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის გამარტივებულ შესყიდვებს 31 მაისიდან დღემდე. ერთად არის თავმოყრილი სასტუმროს, სარესტორნო მომსახურების, გიდების/ტუროპერატორებისა და გასართობი ღონისძიებების კატეგორიები, ხოლო სარეკლამო მომსახურების მოცემულია ცალკე.
დროის ეს მონაკვეთი ავიღეთ იმიტომ, რომ ივნისიდან ზღვისპირეთში ტურისტული სეზონი განსაკუთრებით აქტიურია.
ჩამონათვალში შედის ის შესყიდვები, რომელთა ღირებულება 100 ლარს აღემატება.

1. მედიის წარმომადგენლებისთვის ყაზახეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან (სულ 5 პიროვნება) ავიაბილეთების მიწოდების უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებებით: ალმათი-ბაქო-ბათუმი, თბილისი-ალმათი, ალმათი-თბილისი-ალმათი, ასტანა-თბილისი-ასტანა, მინსკი-ბათუმი-მინსკი, კიევი-ბათუმი-კიევი.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 8500 ლარს.
მიმწოდებელი შპს „ვანდერლენდი“
11.07.2019;
2. აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტუმრებისთვის 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით ფოლკლორული ღონისძიების (ქართული ხალხური ცეკვები 6-კაციანი ჯგუფით) უზრუნველყოფა.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 3150 ლარს.
მიმწოდებელი ლევან დიასამიძე
10.07.2019;
3. 2019 წლის 05 და 06 ივლისს დეპარტამენტის სტუმრების, კერძოდ, ინტერნეტ ტელევიზია პოსტვ-ის გადამღები ჯგუფისთვის (სულ 6 პიროვნება) გიდის მომსახურების გაწევა შემდეგი მარშრუტით: ხელვაჩაური-სოფ.მირვეთი, მახუნცეთის ჩანჩქერი, შერვაშიძეების მარანი.
მომსახურების ღირებულება შეადგენს 250 ლარს.
მიმწოდებელი თამარ ხოზრევანიძე
10.07.2019;
4. 2019 წლის 09 და 10 ივლისს (2 დღე) დეპარტამენტის სტუმრების, კერძოდ, მედიატურის წარმომადგენლებისთვის უკრაინის რესპუბლიკიდან (სულ 7 პიროვნება) გიდის მომსახურების გაწევა შემდეგი მარშრუტით: ქ. ბათუმის ტური, ბოტანიკური ბაღი, ქედა: მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარ მეფის თაღოვანი ხიდი, ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი, გონიო აფსაროსის ციხე, აჭარული ღვინის სახლი.
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 250 ლარს.
მიმწოდებელი ინა ზიჟკო
10.07.2019;
5. დეპარტამენტის სტუმრებისთვის, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ფოლკლორული ღონისძიების (ქართული ხალხური სიმღერა 4-კაციანი ანსამბლით) ორგანიზება.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 3000 ლარს.
მიმწოდებელი ირაკლი სირაბიძე
10.07.2019;
6. დეპარტამენტის სტუმრებისთვის, კერძოდ, ინტერნეტ ტელევიზია პოსტვ-ის გადამღები ჯგუფისთვის (სულ 6 პიროვნება) 2019 წლის 05 ივლისს (1 ღამე) უზრუნველყოს სასტუმრო მომსახურების უზრუნველყოფა. მომსახურების გაწევა განხორციელდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ჟორდანია/ზ.გამსახურდიას ქ. 8/15, სასტუმრო „Divan Suites Batumi“.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 1170 ლარს.
მიმწოდებელი შპს „ქერვან ტურიზმი _ LTD KERVAN TURIZM“.
10.07.2019;
7. დეპარტამენტის სტუმრებისთვის, კერძოდ მედიატურის წარმომადგენლებისთვის, უკრაინის რესპუბლიკიდან (სულ 7 პიროვნება) 2019 წლის 08-09-10 ივლისს 3 ღამე სასტუმრო მომსახურების უზრუნველყოფა და შემდგომში მომსახურება სასტუმროში „ვორლდ პალასი“.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარს.
მიმწოდებელი ფამთექს ფამუქლუ თექსთილ ურუნლერი სანაი ვე თიჯარეთი
10.07.2019;
8. 2019 წლის 05 და 06 ივლისს დეპარტამენტის სტუმრებს, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემის „ახალი კვირა“ გადამღებ ჯგუფს (3 პიროვნება), გაეწიოს გიდის მომსახურება შემდეგი მარშრუტით: ჭვანის ადმინისტრაციული ერთეული სოფელი ცხემლისი, სოფელი ხაბელაშვილები, ჯვარიმინდორი, გომის მთა.
მომსახურების ღირებულება შეადგენს 375 ლარს.
მიმწოდებელი ფ.პ. ერეკლე ჩიკვაიძე
05.07.2019;
9. დეპარტამენტის სტუმრებს, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ გადამღებ ჯგუფს (3 პიროვნება), 2019 წლის 05 და 06 ივლისს უნდა გაეწიოს კვებითი და სატრანსპორტო მომსახურება.
კვებითი მომსახურების ღირებულება შეადგენს 160 ლარს.
მიმწოდებელი შპს „ვაილდ ჰორნ“
05.07.2019;
10. დეპარტამენტის სტუმრებისთვის, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ გადამღები ჯგუფისთვის (3 პიროვნება) 2019 წლის 04 ივლისს (1 ღამე) სასტუმრო მომსახურების უზრუნველყოფა. მომსახურება გაეწევა შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. #33, სასტუმრო „Wyndham Batumi“.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 740 ლარს.
მიმწოდებელი შპს „აქთივ ბათუმი“
05.07.2019;
11. 2019 წლის 03 ივლისს (1 დღე) დეპარტამენტის სტუმრებს, კერძოდ, მედიის წარმომადგენლებს ყაზახეთის რესპუბლიკიდან (სულ 22 პიროვნება) გაეწიოს გიდის მომსახურება შემდეგი მარშრუტით: ქ. ბათუმის ტური და ქედის მუნიციპალიტეტის ტური.
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 125 ლარს.
მიმწოდებელი ფ.პ. ინა ზიჟკო
04.07.2019;
12. დეპარტამენტის დელეგაციებსა და სტუმრებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაეწიოს კვებითი მომსახურება. მომსახურება გაეწევათ: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. #33, რესტორანი „ბალაგანი“.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 2500 ლარს.
მიმწოდებელი შპს „ფოსფორი“
02.07.2019;
13. დეპარტამენტის სტუმრებს (შიდა ტური) 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაეწიოს კვებითი მომსახურება. მომსახურება გაეწევა რუსთაველის გამზირი #24, რესტორანი „გრილ თაუნი“.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 1000 ლარს.
მიმწოდებელი შპს „ბულვარის კარიბჭე“
26.06.2019;
14. დეპარტამენტის სტუმრებისთვის, კერძოდ, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფისთვის (6 პიროვნება) 2019 წლის 22 ივნისს (1 ღამე) სასტუმრო მომსახურების უზრუნველყოფა. მომსახურება გაეწევა შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. #33, სასტუმრო „Wyndham Batumi“.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 1600 ლარს.
მიმწოდებელი შპს „აქთივ ბათუმი“
24.06.2019;
15. დეპარტამენტის სტუმრებისათვის, კერძოდ, ჟურნალისტებისთვის ისრაელის სახელმწიფოდან (სულ 2 პიროვნება) 2019 წლის 21 ივნისს ფოლკლორული ღონისძიების (ქართული ხალხური სიმღერა 4-კაციანი ანსამბლით) ორგანიზება.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 500 ლარს.
მიმწოდებელი ირაკლი სირაბიძე.
21.06.2019;
16. 2019 წლის 20 და 21 ივნისს (2 დღე) დეპარტამენტის სტუმრებს, კერძოდ, ჟურნალისტებს ისრაელის სახელმწიფოდან (სულ 2 პიროვნება) გაეწიოს გიდის მომსახურება შემდეგი მარშრუტით: ბოტანიკური ბაღი, ქ. ბათუმის ტური, ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი, გონიო აფსაროსის ციხე, სოფელი პირველი მაისი, მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარ მეფის თაღოვანი ხიდი.
მომსახურების ღირებულება შეადგენს 250 ლარს.
მიმწოდებელი ფ.პ. სალომე გორგილაძე.
20.06.2019;
17. დეპარტამენტის სტუმრებისათვის, კერძოდ, მედიატურის წარმომადგენლებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან (სულ 15 პიროვნება) 2019 წლის 15 ივნისს ფოლკლორული ღონისძიების (ქართული ხალხური სიმღერა 4-კაციანი ანსამბლით) ორგანიზება, რესტორანში „აჭარული ღვინის სახლი“.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 500 ლარს.
მიმწოდებელი ირაკლი სირაბიძე.
19.06.2019;
18. სტუმრებს, კერძოდ, მედიაკომპანიის ჟურნალისტებს: (სულ 10 პიროვნება) 2019 წლის 16 ივნისს უნდა გაეწიოს კვებითი მომსახურება.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 300 ლარს.
მიმწოდებელი ჯეირან კონცელიძე.
18.06.2019;
19. დეპარტამენტის სტუმრებისთვის, კერძოდ, მედიაკომპანიის ჟურნალისტებისთვის (სულ 8 პიროვნება) 2019 წლის 14 და 15 ივნისს (2 ღამე) უნდა უზრუნველყოს სასტუმრო მომსახურება. მომსახურება გაეწევათ შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. #33, სასტუმრო „Wyndham Batumi“.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 3100 ლარს.
მიმწოდებელი შპს „აქთივ ბათუმი“.
18.06.2019;
20. 2019 წლის 14 და 15 ივნისს (2 დღე) დეპარტამენტის სტუმრებს, კერძოდ, მედიატურის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან (15 პიროვნება) გაეწიოს გიდის მომსახურება შემდეგი მარშრუტით: ბოტანიკური ბაღი, ქედა: მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარ მეფის თაღოვანი ხიდი, გონიო აფსაროსის ციხე, აჭარული ღვინის სახლი.
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 250 ლარს.
მიმწოდებელი ფ.პ. ინა ზიჟკო.
17.06.2019;
21. 2019 წლის 16 ივნისს დეპარტამენტის სტუმრებს, კერძოდ, მედიაკომპანიის ჟურნალისტებს (სულ 10 პიროვნება) გაეწიოს გიდის მომსახურება შემდეგი მარშრუტით: მტირალას ეროვნული პარკი.
მომსახურების ღირებულება შეადგენს 120 ლარს.
მიმწოდებელი თამარ ხოზრევანიძე.
17.06.2019;
22. აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტუმრებს, კერძოდ, ჟურნალისტებს ლატვიის რესპუბლიკიდან (სულ 7 პიროვნება) 2019 წლის 01 და 02 ივნისს (2 ღამე) უნდა გაეწიოს სასტუმრო მომსახურება.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 2628 ლარს.
მიმწოდებელი შპს „ფორჯიგეით ფროფერთის ჯორჯია“.
11.06.2019;
23. 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დეპარტამენტის სტუმრებს გაეწიოს ტრანსპორტით მომსახურება.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 4000 ლარს.
მიმწოდებელი შპს „გოდერძი თრეველ“.
04.06.2019;
24. დეპარტამენტის სტუმრებისთვის 2019 წლის 30 ივნისამდე ფოლკლორული ღონისძიების ორგანიზება (ქართული ხალხური ცეკვები 6-კაციანი ჯგუფით).
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 1050 ლარს.
მიმწოდებელი გელა დიასამიძე.
04.06.2019;
25. 2019 წლის 1-2-3 ივნისს დეპარტამენტის სტუმრებს, კერძოდ, ჟურნალისტებს ლატვიის რესპუბლიკიდან (სულ 7 პიროვნება) გაეწიოს გიდის მომსახურება შემდეგი მარშრუტით: ქ. ბათუმის ტური, ქედა, ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სოფელი პირველი მაისი _ შერვაშიძეების მარანი, თამარ მეფის თაღოვანი ხიდი, მახუნცეთის ჩანჩქერი, აჭარული ღვინის სახლი, გონიოს ციხე.
მომსახურების ღირებულება ერთ დღეზე შეადგენს 250 ლარს.
მიმწოდებელი სალომე ჩიკაშუა.
31.05.2019.

ამ 25 ხელშეკრულების საფუძველზე ჩანს რამდენიმე გარემოება:
ძირითადად, დეპარტამენტი ემსახურება ჟურნალისტებს, მათ შორის, ერთ შემთხვევაში, არ არის დაფიქსირებული, კონკრეტულად, რომელი მედიის წარმომადგენლები არიან ნაგულისხმევი და რა მიზანს ემსახურება ეს მომსახურება დეპარტამენტის ფუნქციის გათვალისწინებით.
საქმე ეხება ქართული მედიის წარმომადგენლებს.
ასევე არ ჩანს გამოკვეთილად, რომელი სტუმრების მომსახურებისთვის ჰყავთ მიწვეული ფოლკლორული ჯგუფები.
საინტერესოა შპს „გოდერძი თრეველთან“ დადებული ხელშეკრულება, რადგან, თუ გავითვალისწინებთ მომსახურების თარიღს (2019 წლის 31 დეკემბერი), გაურკვეველია, რამდენი სტუმრის მომსახურებაა დაგეგმილი დროის ამ მონაკვეთში და რამდენად ადეკვატურია ეს თანხა, თუ წინასწარ არ არის გათვლილი სტუმრების რაოდენობა და მათი მიღების ვადები.
მკაფიოდ არ არის აღნიშნული, უცხოეთის რომელი მედიის წარმომადგენელების ავიაბილეთებით მომსახურებაზეა საუბარი პირველ ხელშეკრულებაში.
არაფერს ვიტყვით იმის თაობაზე, თუ ზოგადად რამდენად ეფექტიანია დეპარტამენტის საქმიანობა აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით.

ცალკე გამოვყავით ხელშეკრულებები, რომელიც ბაზრის კვლევისა და სარეკლამო მომსახურებისთვის დაიდო:
1. რეკლამა (საინფორმაციო-სარეკლამო სტატია) ტურისტულ ჟურნალ Travel Polang-ის 2019 წლის ივლისი-აგვისტოს ნომერში, ოთხ გვერდზე. ჟურნალის ტირაჟია 35 000, ხოლო უნდა გავრცელდეს 1500 ობიექტზე.
ხელშეკრულების ღირებულება _ 1180 ევრო.
მიმწოდებელი Majer Media Katarzyna Jaszczuk.
10.07.2019;
2. სარეკლამო მასალის განთავსება საერთაშორისო გასტრონომიული ორგანიზაცია Gault & Millau-ს „2019 წლის საქართველოს გასტრონომიულ კატალოგში“ _ ლიცენზირებულ გამოცემაში (ერთჯერადი გამოცემა, შემდგომში „ჟურნალი“), რომლის გამოცემის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე Gault & Millau-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად აქვს შემსრულებელს. გასტრონომიული კატალოგი გავრცელდება დეპარტამენტის სამიზნე ქვეყნების პოლონეთისა და ისრაელის, აგრეთვე, არასამიზნე ქვეყნების: საფრანგეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, შვეიცარიის, ავსტრიის, იაპონიისა და საბერძნეთის ბაზრებზე სასტუმროებში, რესტორნებში, დიპლომატიურ კორპუსში, ბინზეს ორგანიზაციებში, სამთავრობო უწყებებში.
შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის სარეკლამო მომსახურების ღირებულება შეადგენს 6540 ლარს.
მიმწოდებელი შპს „ჯორჯია თუდეი ჯგუფი“.
04.07.2019;
3. სარეკლამო მომსახურებები.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს.
მიმწოდებელი შპს UM Georgia
04.07.2019.
ეს ხელშეკრულება დადებულია SMP 180003082-ის შესაბამისად. ამ მიზნისთვის 2018 წლის 31 დეკემბრის საბოლოო განხილვის საფუძველზე გამოყოფილი იყო 5 253 400 ლარი. ხელშეკრულებაში მითითებულია შესყიდვის ნომერი, მაგრამ არ არის ნახსენები კონკრეტული მიზანი, ადგილი და მომსახურების ფორმა;
4. სარეკლამო მომსახურებები, გარე რეკლამა, კერძოდ, ავტოგაჩერებების ბრენდირება, რომელიც გულისხმობს ავტოგაჩერებების შეფუთვას სარეკლამო ფოტოებით, ბუტაფორიული ნივთების მონტაჟით, კერძოდ, ქვიშიანი პლატფორმის შექმნა, თოლიების დამონტაჟება და ხმის ეფექტის შექმნა (სხვა ჩიტები, თოლიები და ზღვის ხმა, ჭიკჭიკის ხმა), ასევე ბილბორდის განთავსება.
მომსახურება მიეწოდება 2 (ორ) ეტაპად:
I ეტაპი მოიცავს 2019 წლის 7 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდს.
II ეტაპი მოიცავს 2019 წლის 26 ივნისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.
შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 125800 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მიმწოდებელი შპს „ალმა“.
12.06.2019;
5. აჭარის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურისტული პროდუქტის პოტენციალის შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო სტატიის განთავსება და გაავრცელება ჟურნალ Birdwatch-ის 2019 წლის აგვისტოს ნომერში ორ გვერდზე.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება „შემსრულებლისთვის“ შეადგენს 2360 ევროს.
მიმწოდებელი Warners Group Publications PLC.
07.06.2019;
6. ლიეტუვას რესპუბლიკის ქალაქ ვილნიუსში 2019 წლის 10 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით (4 კვირის განმავლობაში) სარეკლამო კამპანია დეპარტამენტის მიერ მიწოდებული საიმიჯო ვიდეოკლიპის მეშვეობით.
ხელშეკრულების ღირებულება _ 40,888 ევრო;
7. რადიოსადგურების _ რადიოების „აფხაზეთის ხმისა“ და „დარდიმანდის“ ეთერში სარეკლამო მასალის განთავსება.
აუდიორგოლის გაშვების რაოდენობა _ 1860 ერთეული, 10 წამის ხანგრძლივობით.
ანგარიშსწორება განხორციელდება ორ ეტაპად:
– პირველი ეტაპის ღირებულებაა 2070 ლარი;
– მეორე ეტაპის ღირებულებაა 3510 ლარი;
შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 5580 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მიმწოდებელი შპს „ჯეო მედია“
04.06.2019;
8. სარეკლამო მომსახურებებს:
ტურისტული ადგილებისა და მარშრუტების შესახებ უნიკალური სტატიების/ბლოგების მომზადება/განთავსება ვებპორტალზე batumelebi.ge და netgazeti.ge.
ლოკაცია: ქ. ბათუმი.
ორივე ვებპლატფორმაზე ერთი სტატიის/ბლოგის მომზადება/განთავსების ღირებულება არის 620 ლარი;
– ტურისტული ადგილებისა და მარშრუტების შესახებ უნიკალური სტატიების/ბლოგების მომზადება/განთავსება ვებპორტალზე batumelebi.ge და netgazeti.ge, ლოკაცია: აჭარის მუნიციპალიტეტები.
ორივე ვებპლატფორმაზე ერთი სტატიის/ბლოგის მომზადება/განთავსების ღირებულება არის 770 ლარი;
ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 9730 ლარს.
მიმწოდებელი შპს „გაზეთი ბათუმელები“.
04.06.2019;
9. რადიოსადგურ „იმედის“ ეთერში სარეკლამო მასალის/აუდიო რგოლის განთავსება (მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 661-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით).
აუდიორგოლის გაშვების რაოდენობა _ 915 ერთეული, 10 წამის ხანგრძლივობით.
მომსახურების მიწოდება განხორციელდება 2 (ორ) ეტაპად:
– პირველი ეტაპი მოიცავს 2019 წლის პირველი ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდს;
– მეორე ეტაპი მოიცავს 2019 წლის 26 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს.
შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 6039 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მიმწოდებელი შპს „რადიო იმედი“.
04.06.2019;
10. რადიოსადგურების: „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსის“, „არ დაიდარდოს“, „ავტორადიოს“ ეთერში შემკვეთის მიერ მოწოდებული სარეკლამო მასალის/აუდიო რგოლის განთავსება.
აუდიორგოლის გაშვება 3660 ერთეული, თითოეული 10 წამის ხანგრძლივობით.
მომსახურების მიწოდება განხორციელდება 2 (ორ) ეტაპად:
– პირველი ეტაპი მოიცავს 2019 წლის პირველი ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდს;
– მეორე ეტაპი მოიცავს 2019 წლის 26 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს.
შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 19 032 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მიმწოდებელი შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“.
04.06.2019;
11. რადიოსადგურ „რადიო პალიტრის“ ეთერში შემკვეთის მიერ მოწოდებული სარეკლამო მასალის განთავსება.
აუდიორგოლის გაშვების რაოდენობა _ 1525 ერთეული, 10 წამის ხანგრძლივობით.
ანგარიშსწორება განხორციელდება ორ ეტაპად:
– პირველი ეტაპის ღირებულებაა 3750 ლარი;
– მეორე ეტაპის ღირებულებაა 5400 ლარი.
ამ მონაცემების საფუძველზე კარგად ჩანს, რომ სარეკლამო სივრცედ მეტწილად გამოყენებულია ქართული არეალი.
არის თუ არა წარმატებული აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები ეფექტზე გათვლილი მუშაობის შედეგი, რთული სათქმელია. მით უმეტეს, როდესაც კარგად ვიცით, რომ ბოლო ხანებში საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული შიში ტურისტული სეზონის კრიზისთან დაკავშირებით. რამდენად მართებულია დეპარტამენტისა და, ზოგადად, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტრატეგია _ აქცენტი გააკეთოს და ფული დახარჯოს, ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ორიენტირებაში, ვფიქრობთ, საფუძვლიანი და მასშტაბური კვლევის საგანია.

ქეთევან ენუქიძე