შეაჩერე კორუფცია

ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე კომპანიაზე, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ მთლიან ან ნაწილობრივ სამშენებლო სამუშაოების ტენდერებში მონაწილეობენ.

შპს „გი-ან 2011“-ის დირექტორია გია კოპალეიშვილი, ქ. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილე ამირან კოპალეიშვილის, მამა.
ამირან კოპალეიშვილის 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, კომპანიის მოგებამ შეადგინა 457 170 ლარი. საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საკრებულოს წევრი გახდა, მამამისის კომპანიას ტენდერი არ მოუგია და ეს სიმართლეა.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ამირან კოპალეიშვილი, 2018 წლის მარტამდე სამი კომპანიის დირექტორი იყო. ერთ კომპანიაში კი (შპს DAMI) 33%-იან წილს დღესაც ფლობს.
მას უკავშირდება, შპს „ოპტიონ“, რომელშიც 2012 წლამდე 33%-იან წილს ფლობდა. კომპანიას ამ დრომდე აქტიური სტატუსი აქვს. თუმცა, 2012 წლის შემდეგ, დეპუატატს კომპანიაში წილი აღარ უფიქსირდება.
ამირან კოპალეიშვილს ასევე 100%-იანი წილი ეკუთვნოდა შპს „კოდან ქუთაისსა“ და კომპანია AMO-ში.
„ქუთაისიპოსტის“ ინფორმაციით, თავად დეპუტატი აცხადებს, რომ AMO აღარ ფუნქციონირებს, შპს „კოდან ქუთაისი“ კი, რომელიც ავტოქარხნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს, დროებით გაჩერებულია.
„მოქმედი ფირმაა, მაგრამ ამ ეტაპზე სამუშაოებს არ ასრულებს. „თიზში“ შენობების რეაბილიტაციას ახორციელებდა. იმისთვის, რომ იქ იმუშაო, აუცილებელია კომპანია „თიზში“ იყოს დარეგისტრირებული და ლიცენზიაც უნდა გქონდეს. ჩვენ სამთვიან ლიცენზიებს ვყიდულობდით და ამ წუთში აღარ გვაქვს, რადგან სარემონტო ობიექტი არ გააჩნიათ“, _ ამბობს ამირან კოპალეიშვილი.
ამირან კოპალეიშვილის ბიზნესს ახლა მისი ძმა, დავით კოპალეიშვილი, ხელმძღვანელობს.
დეპუტატმა თავის კომპანიებთან კავშირი ერთ დღეს გაწყვიტა და მათი დირექტორობა, 100%-იან წილთან ერთად, საკუთარ ძმას გადაუფორმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი 2017 წლამდე ასევე იყო სამშენებლო კომპანიის, ზემოთ ხსენებული შპს „გი-ან 2011-ის“ ფინანსური დირექტორი.
შპს „გი-ან 2011-ს“ წყალტუბოში „ქართული ოცნების“ მმართველობის მეორე ვადის, ანუ 2016 წლის შემდეგ მხოლოდ ორი ტენდერი აქვს მოგებული.
ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიასა და სოფელ ქვიტირში გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ტენდერი 2017 წლის აპრილში გამოცხადდა. მონაწილეობდა ოთხი კომპანია და „გი-ან 2011-მა“ ყველაზე მაღალი ფასით შეძლო კონკურენტების დამარცხება. მის მიერ შეთავაზებული ფასი იყო 532,740 ლარი, ხოლო შპს „ბეტკოსი“ _ 397,463. საბოლოოდ, 5 ცვლილების საფუძველზე, საბოლოო თანხამ შეადგინა 554,060 ლარი (104%).
ბ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში და სოფელ წყალტუბოში მე-7 ქუჩის (ყოფილი ლორთქიფანიძის ქუჩის X ჩიხი) გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
იმავე დღეს გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ კვლავ უმაღლესი თანხით გაიმარჯვა.
ამჯერად „დი-ან 2011-ის“ წარმოდგენილი თანხა შეადგენდა სატენდერო თანხას _ 352,578 ლარს და საკმაოდ აღემატებოდა მინიმალურ შემოთავაზებას, რომელიც დააფიქსირა ისევ შპს „ბეტკომ“ _ 236,841 ლარი.
შპს „ბეტკო“ (MJM) უფრო ხშირად გვხვდება ტენდერების გამარჯვებულებს შორის.
მისი დირექტორი, ვახტანგ მარჯანიძე, „ქართული ოცნების“ შემომწირველია 2014 წელს.
აღმასრულებელი დირექტორია ლაშა კოტორაშვილი.
მათი კომპანიაა შპს „ქუთაისცემენტი“, რომლის მესაკუთრე 2018 წლამდე იყო შპს „ვესტ გრუპი“, ხოლო დირექტორი _ ვახტანგ ქამუშაძე.
„ვესტ გრუპს“ ეკუთვნის კიდევ ერთი კომპანია _ „ჯეო მეტალი“, რომლის მფლობელი ამჟამად არის მიხეილ კირვალიძე.
ცნობისთვის: 2014 წელს „ქართულ ოცნებას“ მიხეილ კირვალიძემაც 60 000 ლარი შესწირა.
კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი იყო გიორგი მირუაშვილი _ იმავე დღეს (2014 წლის 2 ივნისს) და იმავე თანხის შემომწირველი.
ამჟამად მირუაშვილი არის შპს „კავკასენერგოს“ დირექტორი, თუმცა 2013 წლის ივნისამდე იყო სს „საქენერგორემონტის“ დირექტორიც, რომელსაც დღეს მართავს იოსებ დევიძე, ხოლო დევიძე 2017 წლამდე იყო შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ ფინანსური დირექტორი.
დევიძეს მხოლოდ ერთი შემოწირულობა უფიქსირდება _ 5000 ლარი აქვს შეწირული ენმ-ისთვის 2012 წლის ივლისში.
შპს „ბეტკოს“ წყალტუბოში 8 ტენდერი აქვს მოგებული 2014 წლის ნოემბრიდან. აქედან 2 ხელშეკრულებაზე მცირე ვადაგადაცილება უფიქსირდება.
ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში (რეხის ტყის უბანი) და სოფელ მაღლაკში (ჟორჟოლიანების უბანი) გზების ბეტონის საფრით მოწყობის სამუშაოები;
ბ) ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე ##1;3;9;11;12;13;15;18-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საყურადღებოა, რომ შესყიდვების ეროვნუული სააგენტოს გვერდზე 2018 წლის ივლისში გამოქვეყნდა გაფრთხილება კომპანიის მიმართ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომპანია არაჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მითითებული იყო ტენდერის ნომერი NAT170008302 და შემსყიდველი ორგანიზაცია _ ბაღდათის მუნიციპალიტეტი.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ამ კატეგორიის შესყიდვებში, არის შპს „მიმდემი“.
კომპანიის მესაკუთრე და დირექტორია ზურაბ მიქაძე, რომელიც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეა.
კომპანიას 2014 წლიდან 23 ტენდერი აქვს მოგებული:
1. პირველი ტენდერი ჩატარდა 2014 წლის ბოლოს პრემიერ ღარიბაშვილის განკარგულების საფუძველზე, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით. ეს იყო სორმონი-მოწამეთის 3,3 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა _ 357,669 ლარის ღირებულების.
2016 წელი
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასტაროს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 140,500 ლარი (მარტო მონაწილეობით);
3. ქ. წყალტუბოში თბილისის, დედაენის, ნინოშვილის, ლორთქიფანიძის, შარტავასა და 9 აპრილის ქუჩებზე ბეტონის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 152,731 ლარის ღირებულების (მარტო მონაწილეობით);
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები _ 124,324 ლარი (ყველაზე მაღალი ფასით 5 მონაწილეს შორის);
2017 წელი
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, ვარციხჰესის დასახლებაში, გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 312,268 ლარი (მაღალი ფასით, 6 მონაწილე);
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მელაძეებისა და საქუსლიას უბნებში გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 369,398 ლარი (ყველაზე მაღალი ფასით 5 მონაწილეს შორის);
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონში წმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფრით _ 55,800 ლარი (საშუალო ფასით 5 მონაწილეს შორის);
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე უბანში და ქალაქ წყალტუბოში, ლორთქიფანიძის ქუჩის მე-3 შესახვევიდან იმერეთის ქუჩამდე გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 129,181 ლარი (ყველაზე მაღალი ფასით 5 მონაწილეს შორის);
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, მთავარანგელოზის ტაძართან მისასვლელი გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 70,517 ლარი (მაღალი ფასით, 5 მონაწილე);
10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის, ქალაქ წყალტუბოში, ბესიკის ქუჩის #4 ბინასთან მისასვლელი გზის, დედაენის ქუჩის მე-2 ჩიხში #2 ბინასთან მისასვლელი გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო, ასევე ქალაქ წყალტუბოში ჭავჭავაძის ქუჩის #9 და #11 ბინების ეზოებისა და დედაენის ქუჩის #11 და #13 ბინების ეზოების ბეტონის საფრით კეთილმოწყობის სამუშაოები _ 272,027 ლარი (დაბალი ფასით);
11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა _ 51,000 ლარი (დაბალი ფასით);
12. ქალაქ წყალტუბოში ავალიანის ქუჩის პირველი ჩიხი 240 კვ.მ. გზისა და ზაალიშვილის ქუჩაზე 350 კვ.მ. გზის, აგრეთვე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში მე-10 ქუჩაზე 140 მეტრი გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 52,000 ლარი (დაბალი ფასით);
13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში, წმ. მატრონას სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი 1200 კვ.მ. გზის, ასევე ქალაქ წყალტუბოში თამარ მეფის ქუჩის #16 ბინასთან მისასვლელი 450 კვ.მ. გზისა და #17 ბინასთან მისასვლელი 1320 კვ.მ. გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 77,000 ლარი (საშუალო ფასით);
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 468
გადახდილი თანხა: 74,997.98 ლარი (97%).
2018 წელი
14. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ქვიტირი-მუხიანის შემაერთებელი გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 698,800 ლარი (მაღალი ფასით, 4 მონაწილე);
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 182
გადახდილი თანხა: 653,370.66 ლარი (93%).
15. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: საყულია, გუბისწყალი (გორიკას უბანი), გეგუთი (კობახიძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე _ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიამდე) გზების ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 873,000 ლარი (ყველაზე მაღალი ფასით 3 მონაწილეს შორის);
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 182
გადახდილი თანხა: 842,074.10 ლარი (96%).
16. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალის პირველ და მეორე ჩიხებში და ქალაქ წყალტუბოში 9 აპრილის ქუჩის ##7;9;11;13 საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 307,000 ლარი (დაბალი ფასი);
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 182
გადახდილი თანხა: 297,683.23 ლარი (97%).
17. ქალაქ წყალტუბოში კოლხეთის ქუჩაზე #6 და #10 მრავალბინიან სახლებთან მისასვლელი გზების ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 49,000 ლარი (მარტო მონაწილე);
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 182
გადახდილი თანხა: 45,753.76 ლარი (93%).
18. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მე-40 და 38-ე ქუჩებზე, ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში (საქუსლიას უბანი, გზის დასრულება) გზის ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 185,000 ლარი (მარტო მონაწილე)
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 182
გადახდილი თანხა: 174,475.82 ლარი (94%).
19. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალში გელენიძეების, სვანებისა და უგლავების უბნებში, სოფელ გეგუთში აღმაშენებლის ქუჩიდან სასაფლაომდე, სოფელ ბანოჯაში (ახალი დასახლებისა და კაპანაძეების უბნებში), ასევე სოფლების ოფშკვითისა და მუხიანის დამაკავშირებელი გზების ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 1,196,183 ლარი (მარტო მონაწილე, ტენდერის სავარაუდო თანხის იდენტური);
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 151
გადახდილი თანხა: 1,143,031.31 ლარი (96%).
2019 წელი
20. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში ნ. ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის, სოფლების ოფშკვითისა და მუხიანის დამაკავშირებელი გზის (მე-2 ეტაპი), აგრეთვე, სოფელ მაღლაკში ჟორჟოლიანების უბნისა და სოფელ ფარცხანაყანებში რეხის ტყის უბნის გზების ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 1.917.062 ლარი (ყველაზე მაღალი თანხა).
21. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში შენგელიების და გუბელაძეების უბნებში გზების ბეტონის საფარის სარეაბილიტაციის სამუშაოები _ 1.196.780 ლარი (მარტო მონაწილე, ტენდერის სავარაუდო თანხის იდენტური);
22. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში შვანგირაძეების უბანში და სოფელ მაღლაკში მე-17 ქუჩაზე გზების ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 612.017 ლარი (დაბალი თანხა);
23. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ბანოჯაში მე-15 და მე-20 ქუჩებზე, ასევე სოფელ ხომულში ველგრძელას უბანში გზების ბეტონის საფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 548,841 ლარი (დაბალი თანხა).
საყურადღებოა ერთი გარემოება:
2017 წლის სექტემბერში ორგანიზაციაში „შეაჩერე კორუფცია“ მივიღეთ წერილი, სადაც მოქალაქეები გვატყობინებდნენ, რომ შპს „მიმდემის“ მიერ შესრულებული სამუშაოები იყო დაუმთავრებელი, უხარისხო, თუმცა მერიამ პროექტი ჩაიბარა. წერილს ხელს აწერდა რამდენიმე მოქალაქე.
ჩვენ 2017 წლის 26 სექტემბერს მივმართეთ პროკურატურას და 2019 წლის მარტში მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალაქ წყალტუბოს ყოფილი მერის, კონსტანტინე მამისეიშვილის, წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ეხება სოფელ სორმონში წმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სახელმწიფო ტენდერს, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 20.04.2017 გამოაცხადა (ჩამონათვალში #7). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 60 560 ლარი იყო. მასში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ:
შპს „“ჯეო როუდ ინვესტი“, შსპ „ა.ლ.მ ევროტექნიკსი“, შპს „მიმდემი“, შპს „რაჭა 2005“ და შპს „ლ.დ.მ. მშენი“. გაიმარჯვა კომპანია „მიმდემმა“ 55800 ლარით.
არსებული ინფორმაციით, საქმე საგამოძიებო მოქმედებების გატარების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გადაიგზავნა.
ჩვენთვის უცნობია, როგორ განვითარდა მოვლენები, თუმცა, როგორც ვხედავთ, კომპანიამ 2017 წლის კი არა, 2019 წლის მარტის შემდეგაც არაერთი ტენდერი მოიგო.

ქეთევან ენუქიძე