უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსი ფოტოკორესპონდენტი მოკლეს

4

სააგენტო «Россия сегодня»-ს ფოტოკორესპონდენტი ანდრეი სტენინი, უკრაინელმა სამხედროებმა ლტოლვილთა კოლონაზე თავდასხმის შედეგად მოკლეს. ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის, სისხლის სამართლის საქმეთა სამძებრო კომიტეტის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა. გამოძიების შედეგების თანახმად 5 აგვისტოს, როდესაც ჟურნალისტი უკანასკნელად კავშირზე გამოვიდა, ის სამუშაო ვიზიტით ქალაქ სნეჟნოეში იმყოფებოდა. ,,საღამოს 6 აგვისტოს ანდრეი ,,რენო ლოგანის“ კლასის ავტომობილით, უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის კოლონას, სნეჟნოეს საავტომობილო გაზე მიჰყვებოდა, კერძოდ დმიტროვკის მიმართულებით. ლტოლვილთა კოლონას ექვსი ადგილობრივი მეომარი იცავდა. როდესაც აღნიშნული კოლონა დმიტროვკას მიუახლოვდა, უკრაინული არმიის 79_ე აერომობილური ბრიგადის მეომრებმა, ბრონირებული მანქანის და ტანკის გამოყენებით, აღნიშნულ კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად უკრაინელმა სამხედროებმა 10 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გაანადგურეს, რომლითაც იძულებით გადაადგილებული პირები მგზავრობდნენ. ერთ ერთ მანქანაში კი წსორედ ანდრეი სტენინი იმყოფებოდა“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.