ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

10654056_690281024383343_1019589411_n

ბარნოვის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ დაცხრილული ლაშა მახარაძე შურისძიების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ შემთხვევის ადგილიდან აცნობა და მანვე დაასახელა ავტომანქანის ამოსაცნობი რამდენიმე ნიშანი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზე შავი ჯიპით მივიდა, რომლის სანომრე ნიშანი შესაძლოა იყოს DBG 777. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი წარსულში მკვლელობისთვის გასამართლებულია და ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. ლაშა მახარაძე მეტსახელად „კოშკა“ სახლის წინ „ბირჟაზე“ იდგა, თავდამსხმელმა დაუძახა და ადგილზევე სამი ტყვია დაახალა. „ქრონიკა+”-ის წყაროს ინფორმაციით, თავმდამსხმელი მარტო არ იყო და მას ერთი პირი ახლდა.