“ყაზტრანსგაზი” და დავით ბეჟუაშვილი

ვაგრძელებთ „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებული პირების, ბიზნესპარტნიორებისა და კომპანიების ანალიზს

შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გენერალური დირექტორი _ დავით ბეჟუაშვილი
მფლობელი: ჩემექსიმ ინტერნეშენალი, მარშალის კუნძულები, 100%
1. შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)
ფინანსური დირექტორი _ მიხეილი ტურაბელიძე
გენერალური დირექტორი _ ჯამბულატ ჯაყელი
სხვადასხვა წლებში გენერალური დირექტორებისა და მათი მოადგილეების თანამდებობები ეკავათ:
მერაბ ჭრელაშვილი (შპს სმარტ ჰიდრო ვორტეკსი (დაფუძნდა 2016 წ.), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (2017 წლამდე), შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა)
შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა _ 2016 წლის 27 დეკემბრამდე 100%-იანი წილის მფლობელი იყო შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, მაგრამ შემდეგ ჩაანაცვლა შპს გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვი-მ (ნიდერლანდები). სხვადასხვა წლებში დირექტორები და წარმომადგენლები იყვნენ:
დავითი აბულაძე (ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება, იმერეთის (ქუთაისის) ოლიმპიური კომიტეტი, შპს დაგი და კომპანია) _ წარმომადგენელი და დირექტორი;
ვალერი კუხალაშვილის სახელთან დაკავშირებულია რამდენიმე კომპანია:
სს უნიფარმი, რომლის გენერალური დირექტორი გახდა 2016 წელს.
კომპანიის დირექტორები სხვადასხვა წლებში იყვნენ:
კახაბერი ალანია (შპს ნაქორუ), თამაზ მიქაძე (სს კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა, შპს რიონის ხილის ბაღები, რკ. მეხილეობა რიონი, შპს კაუკაზუს აგროდეველოფმენთი, შპს გრანდ პალასი, შპს ალეგრო, შპს ჯეო-აგრო-პროდუქტი, შპს ეი ჯი აგრო), რატი მექვაბიშვილი (შპს ქართული რძის კომპანია, შპს დეირი ჰოლდინგი, შპს ჯორჯიან აგრო დეველოპმენტი, შპს აბაშის მერძევეობის ფერმა, სს საქართველოს სათბურის კორპორაცია, შპს ჯი სი ეფ უძრავი ქონება, შპს კაუკაზუს აგროდეველოპმენტი).
რატი მექვაბიშვილი 2012-2013 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
შპს ლ და თ (ნანა კახაძესთან ერთად), შპს Nice Nuts (მიხეილ მალაყმაძესთან ერთად, რომელსაც ეკუთვნის კომპანია შპს ჯორჯიან გრეინ გრუპ).
შპს Nice Nuts აგროკრედიტების პროექტის ბენეფიციარია (ქართუ ბანკი).
შპს გაზ-სერვისი _ ელენა ნამიჭეიშვილთან და ვალერიან გორგოძესთან ერთად.
ელენა ნამიჭეიშვილი 100%-იანი წილის მფლობელია 2014 წელს შექმნილ კომპანიაში, კრედიტორი კი სს ქართუ ბანკია.
ვალერიან გორგოძესთან დაკავშირებულია კომპანიები: შპს მსოფლიო ტექნიკა და შპს Nice Nuts (2014 წლამდე).
შპს მსოფლიო ტექნიკა დაფუძნდა 2015 წელს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ნოდარ ბრეგვაძე.
მის სახელთან დაკავშირებული სხვა კომპანიებია:
დახურული სააქციო საზოგადოება პეტროსის ფილიალი საქართველოში;
შპს ინტერ ტრეიდი;
შპს ინტერტრეიდი+ (მარინა პოპიაშვილთან ერთად);
შპს ნომა (ზაალ მაირიძესთან და მაკა გვეტაძესთან ერთად);
შპს კრისტალი (დავით ბარამიასთან და არმენ მხოიანთან ერთად);
შპს არტ დიზაინი (დათუნა და ვახტანგ კაპანაძეებთან ერთად);
შპს ფოტო არტი (მიხეილ ჭოხონელიძე, ალექსანდრე სამხარაძე, დუდანა გაჩეჩილაძე, დავით მოსიძე, ქეთევან ჭაჭიაშვილი).
კიდევ ერთი ყოფილი გენერალური დირექტორია ვასილ კობაიძე.
შპს ჭრელი აბანო (დღეის მდგომარეობით, 25%), რომლის 10%-იანი წილის მფლობელი დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებული კომპანია ჩემექსიმ ინტერნეიშენალია, თეიმურაზ მამაცაშვილს ეკუუთვნის 50%, ხოლო მანანა ციხელაშვილს _ 15%.
2017 წლის მონაცემებით, კომპანიის მფლობელთა შორის 15-15%-იანი წილით იყვნენ კობა კურდღელაშვილი და ჯანიკო ყაფლანიშვილი.
კურდღელაშვილი 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტში კასპის მაჟორიტარი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“, თუმცა 2016 წელს მისმა კომპანიამ „ალფა“ „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი ჩაურიცხა.
შპს ტელეკომპანია I სტერეო (ზვიად ამირიძე, დავით ზილფიმიანი, მარკო კუპოლეტი).
„სტერეო+“-ის დამფუძნებელ დავით ზილფიმიანსა და კობაიძე-ბეჟუაშვილს შორის დავა ამჟამადაც მიმდინარეობს. 2012 წლის მაისიდან დღემდე ზილფიმიანი მათ კომპანიის წილების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბეჟუაშვილს, თავისი მფარველების დახმარებით, დღესაც მიუწვდება ხელი მართლმსაჯულებასა და პროკურატურაზე. დავით ზილფიმიანის განმარტებით, ბიზნესმენ ბეჟუაშვილის მიზანია, მედიაკომუნიკაციების ხელში ჩაგდება და ამ გზით მედიასაშუალებების კონტროლი.
ვასილ კობაიძის სხვა კომპანიებია: ყაზბეგის 47 (პარტნიორი _ შპს ევროპული სკოლა), დირექტორები _ თამარ არაბიძე და ბესიკ ციმაკურიძე.
სხვადასხვა წლებში კომპანიის მფლობელები/დირექტორები იყვნენ:
ეკატერინე მაქაცარია (შპს ბიზნეს ცენტრი სანაპიროზე, შპს REDIX Travel, შპს ტი ეს ვე, შპს ბიზნეს ცენტრი ტაბიძის #1, შპს ბიზნეს ცენტრი ლეონიძეზე, შპს პ & ნ, შპს აღობილი, შპს სოლოლაკის დეველოპმენტი, შპს ლერმონტოვის 8, შპს წყლის სამყარო, შპს AG Logistics, შპს რედ კაფე, შპს ჯი-ნათი, შპს ეელი+, შპს გოგებაშვილის 30).
კომპანიების უმეტესობაში მაქაცარიას ბიზნესპარტნიორები არიან ლაშა და სულხან პაპაშვილები.
შეგახსენებთ მცირე ინფორმაციას სულხან პაპაშვილის ბიოგრაფიიდან, რადგან იგი საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი პირია:
1988-1990 წწ. მუშაობდა თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურატურაში; 1990-1993 წწ. ნაძალადევის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1993-1995 წწ. პროკურორის თანაშემწე; 1995 წელს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდამცველი ორგანოების სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი; 1996-1997 წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამართალდამცველ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 1997-1998 წწ. უფროსი; 1998-2003 წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
მისი კომპანიებია: შპს პალიასტომი-2004 (გურამ დოლბაია, დავით ბაბილუა, რობერტ ბაბილუა);
შპს კოლორიტი; მფლობელები არიან: ანდრო შენგელია (შპს ვილა პარკი, შპს რენტჰაუზი);
დავით დუმბაძე (შპს გეო-ფლაუერი, შპს გეოპლანტი, შპს ჯეო ტიმბერ პროდაქშენ, შპს ხოდაკო, შპს ალათი, შპს ალმა ჯორჯია, შპს კავკაზუს ინვესტ კორპ., შპს DUDCONSTRUCTION, შპს ზემო-ვაკის აპარტამენტები, შპს HABITAT CONSTRUCTIONS, შპს საქართველოს ორიგინალური ღვინოები, შპს ფუდსერვისი, შპს გეოპროვიანტი); „ქართული ოცნების“ შემომწირველი 2013 წლის არჩევნებისთვის (10 000 ლარი);
შპს ფუდსერვისი, შპს ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე, შპს აგროგანვითარება, შპს ნობუ, შპს მეგაფუდი, შპს ექს-მეტი, შპს სუფთა სამყარო, შპს ჰორეკა 2010, ანდრო გეგენავა);
პაპაშვილის კიდევ ერთი კომპანიაა შპს უწერა 2007. პარტნიორები არიან: ირაკლი ფარესიშვილი, ნელი გვარაძე (სს სანატორიუმი ფაზისი), გოჩა მაცაბერიძე (შპს ალვაზი, შპს საქართველო, შპს ალექსანდრეული, შპს კომპანია ქართული ვაზი, შპს სთრაიდ+), გია საგანელიძე (შპს სამედიცინო ინოვაციების ცენტრი, შპს ოფის სიუთის, შპს მარველ-ჯორჯია, შპს ვეტპრეპარატი).
გია საგანელიძე დავით საგანელიძის ძმაა. კომპანიაში „ვეტპრეპარატი“ 2016 წელს მისი სახელი აღარ გვხვდება, თუმცა კომპანიის სხვა მფლობელები კვლავ რჩებიან: გოგი თოფაძე, დავით საგანელიძე, გიორგი ტყემალაძე (თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე). ამჟამად დაწყებულია კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი.
შპს ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპაში“ პაპაშვილის ბიზნესპარტნიორები არიან: ლევან მჭედლიშვილი (შპს მედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯი, შპს პეკსი, შპს ლივერმედი), თენგიზ ცერცვაძე (საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, საქართველოს საერთაშორისო კარდიომიოპათიის საზოგადოება _ გამგეობის წევრი).
ასევე შპს გოგებაშვილის 30 (ქეთევან ბოკუჩავა, ლაშა პაპაშვილი, ზოხრა რზა გიზი სულთანოვა, ლევან ვაშაკიძე);
შპს თერგი XXI (ავთანდილ კვიციანი, გიორგი კაპანაძე);
შპს ბანი 13 (ვლადიმერ პატარიძე, ნაილი პაპულაშვილი);
შპს წყლის რესურსების კომპანია (ალექსი არსენიძე, დავით კობახიძე);
შპს პრაიმ ბიზნეს ცენტრი (შოთა ქელდიშვილი, თამაზ სომხიშვილი).
ამავე დროს, სომხიშვილი ა(ა)იპის, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფონდ „ხვალინდელი წარმატებისთვის“ მფლობელი და პრეზიდენტია, ხოლო ქელდიშვილი _ დირექტორი.
შპს წყლის სამყარო (ეკატერინე მაქაცარია);
შპს ლერმონტოვის 10 (ლაშა პაპაშვილი);
შპს ბი ეს ვი, შპს ლერმონტოვის 8, შპს სოლოლაკის დეველოპმენტი, შპს პ & ნ, შპს ტი ეს ვე, შპს ბიზნეს ცენტრი ტაბიძის #1, შპს ჭავჭავაძის #64, შპს სოლოლაკის დეველოპმენტი (ეკატერინე მაქაცარია, ლაშა პაპაშვილი);
შპს გეოლოგები, შპს ნადიკვარი, შპს დადიანის 22, შპს აღმაშენებლის 291ა, შპს მუზა 2002, შპს ბიზნეს-ცენტრი მტკვრის სანაპიროზე (ნიკოლოზ ფირცხალავა, ლაშა პაპაშვილი);
შპს ზალდასტანიშვილის 21, შპს ჭავჭავაძის 64ა, შპს ავლაბრის გორა, შპს გორგასლის 69, შპს ბიზნეს ცენტრი ფოთში, შპს ზალდასტანიშვილის 21, (ლუარა ალშიბაია, ლაშა პაპაშვილი);
შპს ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე (ნიკოლოზ ფირცხალავა, ლაშა პაპაშვილი, ზაზა შენგელია):
შპს ძველი სიღნაღი (ქეთევან ბოკუჩავა, ლაშა პაპაშვილი);
შპს საცხოვრებელი სახლი ავლაბარში (გოჩა გოგიბერიძე, ეკატერინე მაქაცარია, ლაშა პაპაშვილი);
შპს GLG-GROUP (დავით ქუთათელაძე);
შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ (ნანა ქებურია);
შპს ესკო (პაატა ჟღენტი, ზოხრა სულთანოვა, პარვანა პირვერდი).
სულხან პაპაშვილის ძმის, ლაშა პაპაშვილის კიდევ ერთი კომპანიაა „რედიქსი“. დირექტორი აქაც ეკატერინე მაქაცარიაა. 2013 წლის ნოემბერში მან შეცვალა გიორგი ებანოიძე (შპს ექროს ჯორჯია, შპს ლისის სათავგადასავლო პარკი, შპს Global Education).
შპს Global Education-ში მისი ერთ-ერთი პარტნიორი 2014 წლის მდგომარეობით იყო ირაკლი კერესელიძე.
ირაკლი კერესელიძე, იურიდიული ოფისის LCHL-ის აღმასრულებელი დირექტორი, „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტის, ვლადიმერ ხომერიკის (კერესელიძის მეუღლის ბიძა) წარმომადგენელი, 2017 წლის 7 თებერვალს დააკავეს თბილისში.
გთავაზობთ ამონარიდს პროკურატურის განცხადებიდან:
„საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ირაკლი კერესელიძე დააკავეს“.
განსაკუთრებით საინტერესოა ირაკლი კერესელიძის კავშირი ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილთან.
გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან:
„როგორც გავიგე, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ნოდარ ჯავახიშვილს, ამნეზია დაემართა და აღარ ახსოვს თუ როგორ შემხვდა 2016 წლის 16 ოქტომბერს, კვირა დღეს მე და თურქ ბიზნესმენებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკუთარ კაბინეტში. იმისთვის, რომ მალე ირაკლი კერესელიძის სახელი და გვარიც არ დაავიწყდეს, იძულებული ვარ შევახსენო, როგორც ჩვენი ერთმანეთის ახლოს გაცნობის, ისე შემდგომი საქმიანი ურთიერთობის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი ახლოს გავიცანი 2004 წელს, როდესაც ავტოავარიის დროს გერმანიის მოქალაქის მკვლელობის გამო დააპატიმრეს და ჩემთან ერთად ორთაჭალის ციხეში მოუწია რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფნა. იმ დროს დავმეგობრდით და თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩემთან მეგობრობით ბატონმა ჯავახიშვილმა იმ დროს მრავალი სიკეთე მიიღო! შემდგომი ჩვენი საქმიანი ურთიერთობა მას მერე გაგრძელდა, რაც ის უკვე ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა, მე კი _ იურიდიული კომპანია lchl -ის აღმასრულებელი დირექტორი. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს, ხელისუფლების ხიბლში მყოფი ჩემი ყოფილი მეგობარი, ბატონი ნოდარი, ივიწყებს თავად როგორ იყო პატიმარი და სისტემის მსხვერპლი!!! ალბათ სახელისუფლებო კაბინეტს ერთგვარი ამნეზიის ეფექტი და ღირსებისა თუ კაცობის კლების ფორმა ახასიათებს! Genc Inshaat Limited-ის წარმომადგენლები ჩემთან ერთად შეხვდნენ ბატონ მინისტრს 2016 წლის 16 ოქტომბერს და ამ ფაქტის დადასტურება მნიშვნელოვანია ჩემი ბრალდების საქმეზე, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით…“
(მასალა გავრცელდა 2017 წლის 31 აგვისტოს. წყარო: www.mediacity.ge; რა სტადიაშია ამჟამად გამოძიება, ჩვენთვის უცნობია).
შპს რედიქსთან დაკავშირებით 2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარტნიორო ფონდთან ერთად კომპანია აპირებდა აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობას. ლაშა პაპაშვილის განმარტებით, სასტუმროს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 2015 წლის ზაფხულიდან დაიწყო, ხოლო მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულებულიყო.
პაპაშვილმა აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2009 წელს აიღო, თუმცა 2014 წელს მთავრობის განკარგულებით ბიზნესმენი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან განთავისუფლდა. ამის მიუხედავად, მას გაზრდილი საინვესტიციო ვალდებულებები დაეკისრა. მას შემდეგ კომპანია აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის დაფინანსების მოძიებას ცდილობდა. ახლა პაპაშვილი აცხადებს, რომ პროექტში ერთ-ერთ ინვესტორად საპარტნიორო ფონდი შევიდა, შედეგად, კომპანია ინვესტორს აღარ ეძებს. სასტუმრო 140-ნომრიანი უნდა ყოფილიყო და მასში ინვესტიციის სახით 32 მილიონი დოლარის ჩადება იგეგმებოდა.
შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანის კიდევ ერთი დირექტორია მამული სულაძე.
მამული სულაძე 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის დეკემბრამდე ტექნიკური დირექტორია შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს.
ამავე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი 2011 წლიდან 2013 წლის აპრილამდე იყო მამუკა ბახტაძე _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ასევე 2012 წლის ივნისიდან დეკემბრამდე საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის კუთვნილი კომპანიის, შპს ფაუერ თრეიდის, დირექტორიც. დეკემბერში იგი ჩაანაცვლა ნინო ჯორბენაძემ. ეს ორი გვარი ერთად ფიგურირებს 2011 წელს დაფუძნებულ კომპანიაში „ბათუმი სიტი“. ამ დროს დირექტორი იყო ივანე იოსელიანი. განმცხადებელი მამუკა ბახტაძეა, ხოლო წარმომადგენელი _ ნინო ჯორბენაძე. ამჟამად „ბათუმი სიტის“ დირექტორი ლევან კაკოიშვილია.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი ნათელა თურნავა, 2018 წლის ივნისის მდგომარეობით, სს „საპარტნიორო ფონდის“ გენერალური დირექტორის, დავით საგანელიძის, მოადგილედ გვევლინება.
ამჟამად კომპანიას ხელმძღვანელობენ:
მმართველობის ორგანო _ დავით ბეჟუაშვილი, რამაზ ბერიძე, ზურაბ გელენიძე (SoftLogic Ltd, შპს ვირტუ).
შპს ვირტუში მისი ერთ-ერთი პარტნიორია თორნიკე მელაძე _ შპს ემ პაუერის გენერალური დირექტორი. კომპანიის მფლობელმა შპს სიპაუერმა 2017 წლის თებერვალში ჩაანაცვლა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, რომელმაც, თავის მხრივ, 2016 წლის დეკემბერში ჩაანაცვლა შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“. 2017 წლის მარტში ემპაუერი და სიპაუერი შეერწყა ერთმანეთს და ამ კომპანიების 100%-იან წილს ფლობს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია _ დირექტორი გივი ჭაჭია.
გივი ჭაჭია ვირტუს კიდევ ერთი პარტნიორია. ამავე დროს, შპს „ინდუსტრია კირის“ ერთ-ერთი დირექტორია თეიმურაზ მანჯაფარაშვილთან ერთად. კომპანიის 50%-ს ფლობს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული ჩემექსიმ ინტერნეშენალი, ხოლო 50%-ს _ RMG Copper .
მისი სხვა კომპანიებია: შპს უვერმან ჯორჯია, შპს პრაიმ ლოჯისტიკს; ხოლო 2015 წლის მონაცემებით, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის კიდევ ორ კომპანიაში გვხვდება _ შპს გლობალ ტრანსში და შპს ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანაში.
გლობალ ტრანსის დირექტორი მასთან ერთად იყო ჯამბულატ ჯაყელი, რომელიც შპს RMG Gold-ისა და სს RMG Copper -ის წარმოების დირექტორი იყო 2012 წლის ივნისამდე. ასევე შპს საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) გენერალური დირექტორი.
დირექტორატი _ ზურაბ გოზალიშვილი (შპს ფაუერ თრეიდი, შპს სეიფ ფროუზენ ფუდ-საქართველო, შპს RMG Gold – 2012 წლის ივნისამდე, სს RMG Copper – 2012 წლის ივნისამდე), ლევან ვეფხვაძე (ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტის გამგეობის წევრი, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია), მალხაზ იასეშვილი (შპს „კორპორაცია მ“, შპს მწარმოებელთა კავშირი _ 2015 წლამდე, შპს სავაჭრო სახლი მერკური, შპს რიცეულაჰესი).
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში რამდენიმე კომპანიაა გაერთანებული შერწყმის საფუძველზე:
შპს სორელი (2009 წლიდან) _ ჰოლდინგ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, მალხაზ იასეშვილი, ნათელა თურნავა.
ენერგოკომპანია (2007 წლიდან), იგივე შპს კაბალჰესი-2006, _ ნოდარ თეთრაშვილი, ლალი თეთრაშვილი, ავთანდილ ჭოლოკავა.
ბჟუჟჰესი (2008 წლიდან), შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, მალხაზ იასეშვილი, ნათელა თურნავა.
შპს ექსპრესავტოგაზი (2010 წლიდან), შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, მალხაზ იასეშვილი, ნათელა თურნავა.
ენერგოექსპორტი (2011 წლიდან), ნათელა თურნავა, მამუკა ბახტაძე.
შპს ალაზანი 2 (2013 წლიდან), შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, მალხაზ იასეშვილი, მამული სულაძე, ზურაბ გოზალიშვილი.
შპს ავტოგაზი პირველი (2014 წლიდან), შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, მალხაზ იასეშვილი, მამული სულაძე, ზურაბ გოზალიშვილი.
შპს ტირიფონი (2014 წლიდან), შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, მალხაზ იასეშვილი, მამული სულაძე, ზურაბ გოზალიშვილი.
შპს გაზ-კომფორტი (2014 წლიდან), შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, მალხაზ იასეშვილი, მამული სულაძე, ზურაბ გოზალიშვილი, რევაზ ღლიღვაშვილი.
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას ეკუთვნის შპს ნეოგაზი, რომლის დირექტორია ჭიაბერ ჭიაბრიშვილი. ჭიაბრიშვილის პარტნიორ კომპანიაში შპს ნეოგაზსა და კარაპეტ მკოიანს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის ვაჟს, ეკუთვნით 50-50%-იანი წილი შპს ახალგაზში, რომელიც 2010 წელს შეიქმნა.

(გაგრძელება იქნება)

ვატო გელაშვილის გვერდი