“ამასაც იტყუება რუსთავი 2? რა დაგაკელით” ,-ბიძინა ივანიშვილი მეოცნებეებს.

საფრთხეების წელიწადი დაიწყო. ივანიშვილს „ოცნების“ ცალკე გასულმა ჯგუფმა ცივი ომი გამოუცხადა.
რა დაუმორჩილებლობას ამზადებს „ოცნების“ გაბუტული ფრთა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ?
მაშ, ასე! მე და „ქრონიკა+“-ის წყარო მოგიყვებით, რა პოლიტიკური ქარტეხილია „ოცნების“ თავზე.

ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა ცხადყო, რომ ბიძინა ივანიშვილს მტრის რიცხვი თავად საკუთარ პარტიაში გაეზარდა. განსაკუთრებული აგრესია კი გიორგი გახარიას მიმართაა . რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, „ოცნების“ გაბრაზებულმა ჯგუფმა გახარიას უწყების დესტაბილიზაცია გადაწყვიტა.
არაფერია დამალული…
ამბავი, რომელსაც „ქრონიკა+“-ის ფურცლებზე სამშაბათს იხილავთ, ყველაზე მეტად ბესელიას არ ესიამოვნება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გასულ წელს ბესელიამ გიორგი გახარიას ორჯერ მიმართა თხოვნით შსს-ს მიერ დაკავებული ორი ადამიანის განთავისუფლებაზე, რაზედაც ორივეჯერ მკაცრი უარი მიიღო. პასუხი მარტივი იყო, _ ვწუხვარ, შეუძლებელს მთხოვთ. ამის შემდეგ ბესელია უკვე მიხვდა, რომ გიორგი გახარია არ იყო გიორგი მღებრიშვილი, რომელთანაც ერთი ზარით გახლდათ შესაძლებელი, ესა თუ ის საქმე მოგვარებულიყო.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ეს ამბავი, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილმა გაიგო . სწორედ მას ჰყავდა გუნდის წევრები მკაცრად გაფრთხილებული, არავითარი თხოვნა არ შეესრულებინათ მაშინდელი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისთვის.
ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით „რუსთავი 2-ში“ გასულმა რეპორტაჟებმა გააღიზიანა, სადაც მაღალჩინოსნების სახლები ადასტურებდა, რამდენად იყენებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ივანიშვილის სახელს.
_ ეს ხომ სპეკულაციაა?! _ იკითხა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე და სათითაოდ ყველა მაღალჩინოსნისა და დეპუტატის ლეგალური და არალეგალური ქონების წარდგენა მოითხოვა . კითხვა მარტივი იყო: ყველას უნდა აეხსნა, რა სახსრებით, რა ფულით და რა შემოსავლით შეიძინეს მათ ეს ქონება.
ივანიშვილის კითხვა:
_ ამასაც იტყუება „რუსთავი 2“?! რად მხდით მე სალაპარაკოს?! რა დაგაკელით?! _ ეს იყო ივანიშვილის ყველაზე გაბრაზებული ხმა, რომელიც მეოცნებეებს აქამდე მოუსმენიათ.
ვახტანგ გომელაურს ბიძინა ივანიშვილმა სიცილით უპასუხა:
_ ვახო, შენ გქონია დასამალი და სხვებისას რატომ მომიყვებოდი? როდემდე? უბრალოდ, ამიხსენი, როდემდე? რომელს გენდოთ?!
მიმდინარე პროცესი, ძირითადად, ბიძინა ივანიშვილის ნდობის მოპოვებას ემსახურება. ფაქტია, დღეს ივანიშვილი მხოლოდ შს მინისტრს ენდობა. და სწორედ ამ ფაქტს ემყარება სუს-ის უფროსის მოადგილედ ხოჯევანიშვილის გადაყვანა. გომელაური სუს-ის უფროსი 2016 წლიდან არის. კანონმდებლობით ის 7 წლის ვადით ჰყავს დანიშნული პარლამენტს. შესაბამისად, მისი განთავისუფლება ორი ფორმით არის შესაძლებელი _ ან თავად წერს განცხადებას, ან პარლამენტმა რიგი მიზეზების გამო უნდა გადააყენოს. დაითხოვს თუ არა ბიძინა ივანიშვილი გომელაურს, ამას გაზაფხულზე გავიგებთ, თუმცა როგორც ივანიშვილი ამობს: „ვინც თქვენგან ყველაზე მეტად მიღირდა, ის არ დავტოვე გუნდში და რატომ გაქვთ განცდა, რომ ყოველთვის თქვენ იქნებით ჩემთან?“
ის, ვინც მას უღირდა, ირაკლი ღარიბაშვილია.
ვერ აღმოჩნდა ასეთი მარტივი ივანიშვილისთვის გამოცხადებული ქიში. როგორც ზემოთ ვთქვით, გახარია ერთადერთია, რომლის ნდობაც შეინარჩუნა ივანიშვილმა.
თუ აქამდე სამიზნე ზონდერჯგუფების დაკომპლექტებაში პირველ ადგილზე კახეთი იყო, ახლა პირიქითაა _ სწორედ სამეგრელოზე სურთ რევანში “გუნდში” გაბუტულ ადამიანებს. ისინი გაურკვეველი წარმოშობის ფულით ეცდებიან, უახლოეს პერიოდში სამეგრელოში დანაშაული განსაკუთრებულად წახალისდეს, კერძოდ, ენგურზე სიტუაცია დაიძაბოს და იმის საფრთხე გაჩნდეს, თითქოს ქვეყანა სამეგრელოს კვლავ კარგავს. გაბუტული მეოცნებეების აზრით, ბიძინა ივანიშვილმა კახეთი დაკარგა და ახლა ჯერი სამეგრელოზეა.
სწორედ სამეგრელოში იგეგმება უკანონო ბანდფორმირებების შექმნა, რომელმაც ყველაზე მეტი ხმაური უნდა გამოიწვიოს რეგიონში. ანუ სამეგრელოს სიმშვიდე აღარ უწერია.
ივანიშვილის მოთხოვნით, უახლოეს პერიოდში, პოლიტსაბჭოს წევრები უნდა შეიცვალონ. პირველი, ვინც პოლიტსაბჭოდან უნდა გაუშვან, დიმიტრი სამხარაძეა. 2016 წლიდან პარლამენტარ სამხარაძის ერთი რეპლიკაც არ გვახსოვს. ის სულ ჩრდილშია, მაგრამ რეგიონები, სოსო გოგაშვილთან ერთად მისი დაკომპლექტებულია.
ივანიშვილის მთავარი კითხვაც ეს იყო: ვერ ვიგებ, ვინ არის ჩემი ხალხი რეგიონში, ან უნდა ვიცოდე ვინ არის, ან არადა თავიდან უნდა ავაშენო პარტია. საფიქრალი მრჩება მხოლოდ ერთი, _ რომელი პარტია უნდა ავაშენო თავიდან, ძველი თუ ახალი?
სავარაუდოდ, ივანიშვილს „ქართული ოცნების“ გადახალისება სურს, ოღონდ არა დღევანდელი კადრებით.
ცნობილია, რომ ივანიშვილი დიდი ხანია, აღარ ეკონტაქტება კახი კალაძეს. და ოცნების გუნდის ორად გახლეჩაში სწორედ მას ადანაშაულებს.
შეიძლება, ბიძინა პარტიაში ბევრს მხოლოდ ფული ეგონა, მაგრამ დაავიწყდათ, რომ ივანიშვილი ერთად არის ფულიც და ძალაუფლებაც.
2019 წელი მოგუდვის წელიწადია. ვინ გაიგუდება პოლიტიკის უჟანგბადობით, საკითხავი, აი, ეს არის.
საბოლოოდ კი ყველაზე მეტი სიფრთხილე მაინც სამეგრელოს მართებს.
ვის ერგება პოლიტიკური შამათი, ამას დრო და მოვლენები გვაჩვენებს.

მაკა მოსიაშვილი