ნატოს წევრი შვიდი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებს შექმნის

g1

ნატოს წევრი შვიდი ქვეყანა, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევის საპასუხოდ, საკუთარი ქვეყნების ტერიტორიების თავდაცვის უნარიანობის ამაღლების მიზნით, სწრაფი რეაგირების ძალებს შექმნიან. ინფორმაციას Financial Times-ზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით რეგულარულ სამხედრო გაერთიანებაში 10 000-ზე მეტი სამხედრო პირი იმსახურებს. როგორც ირკვევა, ახლად შექმნილი სტრუქტურის მიზანი, რომელსაც ბრიტანული სამეთაურო შტაბი უხელმძღვანელებს, რეგულარული სამხედრო სწავლების წარმართვა იქნება, რომელიც ბუნებრვივი პირობების მიუხედავად დროის ნებისმიერ მომენტში გაიმართება. სამხედრო გაერთიანების შემადგენლობაში, სამხედრო საჰაერო, საზღვაო-საჰაერო და სახმელეთო საჯარისო ფორმირებები შევლენ. პროექტში მონაწილეობენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან – დანია, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, ნორვეგია და ნიდერლანდები. რაც შეეხება კანადას ,ქვეყანა ჯერჯერობით დამკვირვებლის როლით დაკმაყოფილდება. დიდი ბრიტანეთის პრეიერ მინისტრი ახალი სამხედრო უწყების შექმნაზე განცხადებას სავარაუდოდ მომავალ კვირაში გააკეთებს, როგორც ცნობილია 4-5 სექტემბერს უელსში ნატოს სამიტი გაიმართება და მონაწილე ქვეყნების ლიდერები შეეცდებიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის უნარიანობის ამაღლების საკითხში კონსესუსს მიაღწიონ. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობას, სამიტზე მონაწილეობის მოწვევა რუსულ დელეგაციას არ მიუღია. ღამით 27 აგვისტოს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფორგ რასმუსენმა, ალიანსის გეგმები გაახმაურა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე, სამხედრო ბაზების განთავსებას ითვალისწინებს. გარდა ამისა ნატო უკრაინას არმიის მოდერნიზებას ჰპირდება.