დონბასელი ამბოხებულები პუტინის მიმართვას გამოეხმაურნენ

10494597_695684050525810_9170830644053290476_n

დონბასში ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებულთა სამეთაურო შტაბი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვას, უკრაინელი სამხედროებისათვის ჰუმანიტარული კორიდორის გახსნას მხარს მხოლოდ, მათი მხრიდან იარაღის დაყრის შემდეგ დაუჭერს. ,,ჩვენ მზად ვართ, უკრაინელ სამხედროებს კორიდორი გავუხსნათ და სამშვიდობო ზონაში გასვლის საშუალება მივცეთ, მხოლოდ ერთი პირობით, ისინი ალყას უიარაღოდ დატოვებენ“ – ნათქვამია განცხადებაში. როგორც ცნობილია ვლადიმერ პუტინმა დონბასელ ამბოხებულებს, ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროების უსაფრთხოდ გატარების თხოვნით მიმართა და თავის მხრივ პირობა დადო, რომ რუსეთის ფედერაცია დონბასის მოსახლების ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმუმს გააკეთებს. უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე, ილოვაისკის რაიონში ორმხრივი დაპირისპირების შედეგად, უკრაინელი სამხედროები, რომლებიც დახმარებას კიევიდან ამაოდ ელოდნენ, ალყაში მოექცნენ და ფაქტობრივად სიკვდილთან მარტო დარჩნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლების მიერ წარმოებულ, ეგრეთწოდებულ ,,ანტიტერორისტულ“ სპეცოპერაციას 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.