ნინო ჯღარკავა ელისო კილაძეს საჯაროდ ბოდიშს უხდის!

Capture

სოციალურ ქსელში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ჯღარკავამ „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს საჯაროდ ბოდიში მოუხადა და თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში ამხილა:

„ 2 დღის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს წევრმა სოსო მანჯავიძემ, რომელიც იყო ჩემი თანამებრძოლი და გუნდის წევრი, ჩვენს საერთო მეგობრებზე ირმა ინაშვილზე, დავით თარხან-მოურავზე და გიორგი ლომიაზე, თითქმის დამაჯერებლად მომაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი მეგობრები იდგნენ ელისო კილაძის გაზეთის უკან და მართავდნენ მას! ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია, ამის ნიადაგზე, მწვავედ ვიკამათეთ მე და ელისო კილაძემ! მე შევხვდი ირმა ინაშვილს და დავით თარხან-მოურავს, ეს რა თქმა უნდა, აღმოჩნდა ტყუილი და ძალიან ვწუხვარ, რომ სოსო მანჯავიძემ გამომიყენა ბრმა იარაღად! ეხლა მივმართავ საჯაროდ ელისო კილაძეს! ელისო რამდენიმე დღეა ჩვენს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, მინდა იცოდე, რომ არცერთ ჩემს კომენტარში შენს შვილს არ შევხებივარ, ადამიანებმა შეიძლება ვიკამათოთ, ვიჩხუბოთ, მაგრამ ოჯახი წმინდაა და ეს მეც ვიცი და ყველა ჩვენთაგანმა რომ იქ შვილების ხსენება უზნეობაა! მე იმ კომენტარში ვიგულისხმე საკუთარი შვილი, თუმცა შენ არასწორად აღიქვი და მიიღე საკუთარ ოჯახზე! თუ შენ ეს ასეც გაიგე და მიიღეე,მე საჯაროდ გიხდი ბოდიშს და ამ თემაზე მე არანაირ კომენტარს აღარ გავაკეთებ! ამით მე ამოვწურე ეს თემა! ძალიან გთხოვთ, „გულშემტკივრებმა“ თავი შეიკავეთ ბინძური კომენტარებისგან, რადგან კარგად ვიცი ჩემს მიმართ მიზანმიმართული კამპანია რისთვის მიმდინარეობს!” – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნინო ჯღარკავა.