ებოლას ვირუსი და ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება?! (ფოტო, ვიდეო)

10590033_10203800547389544_598526338_n

მსოფლიო უკვე პანიკაშია. დასავლეთ აფრიკაში გამძვინვარებულმა ებოლას სასიკვდილო ვირუსმა ამერიკის შეერთებულ შტატებამდეც მიაღწია. აფრიკაში, 2014 წლის დასაწყისიდან ებოლას ვირუსს ემსხვერპლა 729 და დასნებოვნებულია 1323 ადამიანი. ეპიდემიის 2014 წლის მასშტაბების შედეგებს ანალოგი არ გააჩნია ვირუსის გეოგრაფიული გავრცელების, ადამიანთა დაინფიცირებისა და ამ ვირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით. ებოლას გემორაგიული ციებ-ცხელება დასავლეთ აფრიკაში უკვე გამოვიდა მედიკოსთა კონტროლიდან და შესაძლოა მთელ მსოფლიოს დაემუქროს. უნდა აღინიშნოს, რომ ებოლას ციებ-ცხელება – ეს არის სასიკვდილო დაავადება, რომლითაც დასნებოვანების შემთხვევაში ლეტალური შედეგი 90%-ს უახლოვდება. ამ დროისათვის ვირუსის საწინააღდეგო ვაქცინა უბრალოდ არ არსებობს.

დაავადებასთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, რომელიც „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურ ინტერვიუებსა და კომენტარებს აძლევს, ჯერ კიდევ 1992 წლის 22 მარტს წერდა:

„ მსოფლიოში შემოდის ავადმყოფობის რთული ბაცილა, უშუალოდ ღვიძლის დაავადება, ინფექციური.წამალი არ არსებობს.გაწყვეტით ემუქრება ნახევარზე მეტს პლანეტაზე.

1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.

აფრიკიდან უცნაური ავადმყოფებები გავრცელდება, რაც დიდ სიკვდილიანობას გამოიწვევს. ეს დაავადებები მრავალგვარია, მედიცინა უძლურია, მსოფლიო შეძრწუნდება.უშველის ხის ფესვები, ბუჩქის ფოთლოვანი ნახარში, ანუ ხალხური მედიცინა, მეტი არაფერი.ეს იქნება დიდი კატასტროფა.მსოფლიოს ააფორიაქებს შიში.

2008 წელი, 1 მარტი.

მსოფლიოში ჩნდება სამი სახის დაავადება. ეს სამი სახის დაავადება სისხლში არ ჩანს. მას „უჩინარ სიკვდილს“ შეარქმევენ _ „ნევიძიმკა“ _ მიდი და ებრძოლე!

ამ დაავადების პასუხი, ანუ წამალი, ჯუნგლებშია, ერთ-ერთი ცხოველის სისხლზე მზადდება.ეს იშვიათი ცხოველია, როგორია, ბევრმა არ იცის. თუ მათ ფერმებში მოაშენებენ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. მაგრამ სანამ მიაგნებენ, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გარდაიცვლება! ომი სჯობს ამ „უჩინარ დაავადებას!“

საერთოდ, ისეთი ბაცილები მოდის ჯუნგლებიდან, მომენტალურად ანგრევს ორგანიზმს, არტყამს პანკრეასს!

2011 წელი, 25 მაისი, თბილისი.

1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, ვხედავ ბაცილას, ინფექციას, რომელიც პირდაპირ შეეხება ადამიანის ორგანოებს, ეს ღვიძლია, თირკმელები თუ ფილტვები და ა.შ.-მეთქი.დღეს ეს წინასწარმეტყველება ასი პროცენტით სრულდება. გარდა ამისა, ამ თემასთან დაკავშირებით სხვაც ბევრი რამ ვიწინასწარმეტყველე (მოიძიეთ წიგნსა და გაზეთებშიც). ეს არ არის მსუბუქად შესახედი თემა. 1992 წელს ვთქვი, რომ ახალი დაავადების გამო კაცობრიობის ნახევარზე მეტი გაწყდება-მეთქი! მომავალში კიდევ ჩნდება ორი ძალიან რთული დაავადება. ეს კი, როგორც ადრე აღვნიშნე, ბაქტეოროლოგიური ომია! მაგრამ ყველაზე უფრო ამ დაავადებებს თვითონ ბუნება უწყობს ხელს, ვინაიდან დედამიწაზე სერიოზული კატაკლიზმებია. ადამიანმა შექმნა მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები და ჰგონია, რომ იგი დაცულია საცავებში. ძალიან ცდებით! ამხედრებულ ბუნებას ვერც ერთი საცავი ვერ გაუძლებს დედამიწაზე. ასე რომ, ფრთხილად, ადამიანებო!

ჟონავს, ვხედავ, ქიმიური მომწამლავი ნივთიერებები.იგი იფანტება ჰაერში, წყალში, აბინძურებს ბუნებას.ეს კი მართლა დიდი კატასტროფაა ადამიანებისთვის. არ არსებობს დაავადება, მერე მთელ მსოფლიოს რომ არ მოედოს! ამ მხრივ კაცობრიობას მომავალში დიდი სირთულეები ელის! მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სიცოცხლე მაინც იმარჯვებს და ადამიანები  ცხოვრებას განაგრძობენ!

2011 წელი, 27 ივნისი, თბილისი, დილის 9 საათი.

ჩნდება ახალ-ახალი დაავადებები, რომლის წარმონაქმნააც მეცნიერება, მედიცინა პასუხს ვერ სცემს! ყველაფერი კი ეს ბაქტეოროლოგიური ომია, რომელიც ბუნებამ ადამიანებს გამოუცხადა მათი დაუნდობლობის გამო ბუნების მიმართ! ასეა, რასაც დასთეს, იმას იმკის და მაინც ვხედავ, დედამიწა იწმინდება და მშვიდდება.კოსმოსი მთლიანად ასუფთავებს და თითქოს ახალი სიცოცხლე იწყება, ვხედავ, დაავადებები გაქრება, ადამიანებიც დამშვიდდებიან. ამინ!

2013 წელი, 24 მარტი, თბილისი.

ასევე ვხედავ დაავადებებს, რომლების გამოც მსოფლიო ძალიან აფორიაქდება.

ბუნების ცვლილება, მიწისძვრები, წყალდიდობები, ვულკანური ამოფრქვევები, რადიაციის გაჟონვები _ ყველაფერი ეს უკვე ემუქრება მთელ მსოფლიოს. აი, მაგალითად, მანქანების გამონაბოლქვი აირის, სმოგის გარდა არის კიდევ სხვა გაზი, რომელიც ჰგავს სმოგს, მაგრამ ამ დროს ის წარმოშობილია მიწაში დაგროვილი ქიმიური ნარჩენებისგან, რომელთაც უხვად მარხავენ მიწაში, ზღვებში და ოკეანეებში. რა თქმა უნდა, მოვა დრო, და ეს ნარჩენები მონახავს სუსტ გამოსაძრომს და გამოდის გარეთ. მაგალითად, როგორც ჩერნობილია ჩაბეტონებული ან ფუკუშიმა, მაგრამ ერთიც ჟონავს და მეორეც . კიდევ კარგი, ვხედავ, რომ ეს გაზები ადის კოსმოსში და კოსმოსი ფილტრავს მათ (ეს თქვენ არც იცით). დედამიწაზე იმდენი ნაგავია დაგროვილი ადამიანების წყლობით, რომ ეს ყველაფერი რომ არ აორთქლდეს და არ გაიწმინდოს, აი მაშინ ნახეთ თქვენ აპოკალიფსი დედამიწაზე.კოსმოსი ყოველთვის ეხმარება დედამიწას და ადამიანების ნაგავი გააქვს. დედამიწას არასდროს არაფერი არ მოუვა, მოუვათ ადამიანებს, თუ ჭკვიანურ ნაბიჯებს არ გადადგამენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით.“ – წერს წინასწარმეტყველი ლელა კაკულია.

„ქრონიკა+“ აქვე გთავაზობთ ფოტო და ვიდეომასალებს ებოლას ვირუსთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველა მედიკოსისა და მეცნიერების დილემაა.

იხილეთ ვიდეო:

 

იხილეთ ფოტო:

1

2

3

4

5

6