კიევი სამხედრო ოპერაციაში უცხოელების მონაწილეობას ადასტურებს

ახ1

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, საბრძოლო ოპერაციების სპიკერმა ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ, დონბასში საომარ მოქმედებებში, უცხოელი მეომრების მონაწილეობა დაადასტურა. ინფორმაციას РИА Новости – ავრცელებს. მისი თქმით ,,სპეცოპერაციაში მონაწილეობენ იტალიელი, ქართველი, ბელორუსი და რუსი ბოევიკები, თუმცა უცხოური იარაღი მათ არ გააჩნიათ. უცხოური იარაღი უბრალოდ მითია და ჩვენ მას არ ვხმარობთ, მაგრამ მე ვადასტურებ, რომ ჩვენი არმიის რიგებში ბევრი უცხოელი იბრძვის. უკრაინას სამხედრო ტექნიკა თავზე საყრელად აქვს და ამ ეტაპზე უცხოური სამხედრო ინვენტარის გამოყენების აუცილებლობას ვერ ვხედავთ“ ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა აზრის იყო ის პოლონეთიდან ჩამოყვანილი მეომრების თაობაზე, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, დმიტრაშკოვსკი აცხადებს, რომ ,,მე პირადად არ ვფლობ ინფორმაციას თუ ვინ, რომელ ბატალიონში ბრძოლობს, რაც მედიით ვრცელდება ყველაფერს ხომ ვერ დავეყრდნობით? დაწვრილებითი ინფორმაცია უფრო ბატალიონის მეთაურებს გააჩნიათ“ კითხვას თავი აარიდა სამხედრო სპეციალისტმა. თავად დონბასელი ამბოხებულები მრავალგზის აცხადებდნენ, რომ კიევის ხელისუფლებამ მათ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი მკვლელები დაუპირისპირათ, მათ შეძლეს კიდეც, ულტრა ფაშისტური იდეებით შეპყრობილი 37 წლის შვედი მკვლელის მიკაელ სკილტას ტყვედ აყვანა!