WSJ: „ობამას რეიტინგის ვარდნამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია“

n444

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ნდობის რეიტინგი, საკუთარ ქვეყანაში, რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. საზოგადოებრივი კვლევა The Wall Street Journal  და NBC- იმ ჩაატარა. მიმდინარე წლის ივნისის თვის გამოკითვებით, ობამას საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსს, რესპოდენტთა 41% ემხრობოდა, მაშინ როდესაც აგვისტოს მონაცემებით ეს მაჩვენებელი 36% შეადგენს. რაც შეეხება ობამას გატარებული რეფორმებით უკმაყოფილოთა რიცხვს, თუ ის ადრე 52 % იყო , ამჟამად მათი რიგები 9 %_ით გაიზარდა და 61%  შეადგინა. აღნიშნული მონაცემები, ამერიკის პრეზიდენტის მმართველობის ისტორიის მანძილზე, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნავს გამომცემლობა. გარდა ამისა, გამოკითხულთა 54% აემერიკის რესპუბლიკელ კონგრესმენებს ნეგატიურად შეჰყურებენ, მათი იმედი მხოლოდ 19% აქვთ. კონსერვატორ-დემოკრატებს 46% ენდობა და 31%  მათ ილუზიებით შეპყრობილ ხროვას უწოდებს. ბარაკ ობამას რეიტინგის ვარდნა მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყო. საერთაშორისო პოლიტიკური ექსპერტების განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის ნდობის რეიტინგის ვარდნა უკრაინის კრიზისმა გამოიწვია.