ოდესის მისადგომებს ავტომობილები ნომრით – ,,პუტინ ხუილო” დაიცავენ

842839

ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი ,,ჩერკასი“ ოდესის ოლქთან უკრაინის საზღვარს ,,ნისანის“ მარკის ავტომობილებით დაიცავენ რომლებსაც სანომრე ნიშნებზე ,,პუტინ ხუილო“ აწერიათ. ინფორმაციას ,,ОГА“ სპეცსამსახური ავრცელებს. ავტომობილები, რომელთა საბაზრო ღირებულება 2,5 მილიონ გრივნზე მეტია. ,,ჩერკასის“ ბატალიონის წევრებს, რეგიონის ადმინისტრაციის უფროსმა იური ტკაჩენკომ გადასცათ. ,,ჩვენ როდესაც დავიწყეთ ბატალიონის ფორმირება, გადავწყვიტეთ, რომ მატერიალური და ტექნიკური აღჭურვილობა უმაღლეს დონეზე უნდა ყოფილიყო აყვანილი. რეგიონში მოღვაწე მეწარმეებმა მაქსიმუმი გააკეთეს ბატალიონის წევრი მებრძოლებიც სპეც ტანსაცმელით და თანამედროვე იარაღით აღჭურვაში. ლომის წილი , კანადის უკრაინულმა დიასპორამ გაიღო. ავტომობილები საზღვრის დაცვისთვის აუცილებელ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ“ – აცხადებს ტკაჩენკო.