ბრიტანეთში ლესბოსელთათვის სპერმის ბანკს დააარსებენ

pic_f0f0e46e79044ae2e31495856e176d2b

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ნაციონალური სამსახური, ქვეყანაში, ლესბოსელებისა და მარტოხელა ქალბატონებისათვის, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, სპერმის ბანკს დააარსებს. ინფორმაციას ,,The Daily Mail“ – ავრცელებს. ბანკის გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება. მატოხელა და ლესბოსელი ქალბატონებისათვის ბავშვის ჩასახვა მამაკაცის მონაწილეობის გარეშე 300 ფუნტი (500 დოლარი) ეღირება, რაც კერძო კლინიკების მომსახურეობაზე ორჯერ იაფია. ბრიტანელ ქალბატონებს ექნებათ საშუალება აირჩიონ მამაკაცის სპერმა პარამეტრების მიხედვით. თვალის ფერი, სიმაღლე, კანის ფერი, ეროვნება და ასე შემდეგ. შეთანხმებული პროცედურების გავლის შემდეგ, პაციენტს ხელოვნური განაყოფიერებისათვის კლინიკაში გადაიყვანენ. პროექტის ავტორების განცხადებით, მათი მომსახურების სერვიზით სარგებლობის საშუალება ჰეტეროსექსუალ წყვილებსაც შეეძლებათ, თუმცა პროექტის ძირითადი მიზანი, იმ პირების დაკმაყოფილებაა, რომლებსაც მამაკაცთან კონტაქტის გარეშე სურთ შვილები ჰყავდეთ.