3000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო იარაღის დაყრას გეგმავს

დრედერ

როგორც გამოცემა «Сегодня» იუწყება, რამოდენიმე ათასი უკრაინელი ჯარისკაცი მზადაა საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტონ და თავი რუსეთის ტერიტორიას შეაფარონ. უკრაინელი ჯარისკაცები, ჩრდილოეთელ მეზობელს ერთადერთ გარანტად თვლიან, რომელსაც მათთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია. ,,რუსეთის წარმომადგენლობის შტაბზე უკრაინის არმიის, რამოდენიმე ოფიცერი გავიდა და რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო. ისინი ვერ ხედავენ მიზანს თუ რატომ უნდა გააგრძელონ, მონაწილეობა ძმათამკვლელ ომში. უახლოეს დღეებში რამოდენიმე ათასი უკრაინელი სამხედრო კიევის ხელისუფლებას უნდობლობას გამოუცხადებს და თავს რუსეთის ტერიტორიას შეაფარებს“ – აცხადებს ინფორმაციის წყარო. გამოცემის მონაცემებით, საუბარია უკრაინა-რუსეთის სასაზღვრო მონაკვეთზე მომწყვდეულ სამხედრო კონტინგეტზე, რომლებიც კიევის ხელისუფლებამ ბედის ანაბარა მიაგდო. ,,რაც შეეხება უკრაინის არმიაში მომსახურე პირების უკმაყოფილებას, ის სულ უფრო მასიურ ხასიათს იძენს. ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს უკრაინული არმიის საღად მოაზროვნე კატეგორიასთან და ისინი მზად არიან იარაღი კიევის მიმართულებით მიმართონ. ახალმა ხელისუფლებამ პირტიტველა ბიჭები სასიკვდილოდ გაიმეტა და ძმათამკვლელ ომში სისხლისმსმელებად აქცია, უკრაინელმა სამხედროებმა საკუთარი თვალით აღიქვეს თუ ვის ინტერესებში შედის ქვეყნის სისხლისგან დაცლა. რუსეთის ფედერაციამ სასიკვდილოდ განწირულ სამხედროებს სამშვიდობო კორიდორი გაუხსნა და მათ სიცოცხლე შეუნარჩუნათ. კიევის ხელისუფლებას, ჯარის უკან მიტრიალების ეშინია და ფაქტობრივად ისინი ჩემოდნებზე ზიან. ხალხი აზრზე მოვიდა და ხვდებიან, რომ ძმათამკვლელი ომი დასავლეთის პროექტია და დიდ ვადებზეა გათვლილი“ – აცხადებენ რუსეთის სამხედრო უწყებაში.