ამერიკამ ვიზების გაცემა მთელ მსოფლიოს შეუჩერა

3

ამერიკის შეერთებულმა შატატებმა მთელ მსოფლიოში ვიზების გაცემა შეაჩერა. ინფორმაცია რუსეთის ფედერაციაში ამერიკის წამომადგენლობის საიტზე დაიდო.. ,,ძირითადი მომენტისათვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულტაციო ბიურო, სავიზო პროცესების წარმოებაში მთელ რიგ ტექნიკურ ხარვეზებს შეიცავს, რომელმაც მთელ მსოფლიოში ვიზების გაცემის პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. წარმოქმნილი პრობლემა გლობალურია და არ ატარებს რომელიმე ქვეყნის მიმართ გატარებული სანქციების ხასიათს” – ნათქვამია განცხადებაში. უწყებაში განმარტავენ, რომ ის პირები , რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკის საელჩოებს 21 ივლისის შემდეგ ვიზის მისაღებად მიმართეს, შეუძლიათ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, საკუთარი პასპორტები უვიზოდ მიიღონ. ამერიკული საელჩოები ქვეყანაში შესვლის უფლებას მხოლოდ განსაკუთრებული მოვლენის შემთხვევაში გასცემენ, ისიც წერილობითი დასაბუთებული თხოვნის შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტი ვერ აკონკრეტებს ზუსტ თარიღს, თუ როდიდან განაახლებს შტატები ვიზების გაცემას. ,,სამწუხაროდ ჯერჯერობით არანაირი პროგნოზის გაკეთება არ შეგვიძლია. ზუსტად არ ვიცით პრევენციული ზომების გატარება როდემდე გაგრძელდება“ – ხაზგასმით აღნიშნავენ უწყებაში.