ინტერპოლმა დიმიტრი იაროშზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

3

უკრაინის რადიკალური, ნაციონალისტური ორგანიზაციის ,,მემარჯვენე სექტორის“ ლიდერზე დიმიტრი იაროშზე, ინტერპოლმა წითელი ცირკულარით, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ინფორმაცია 42 წლის უკრაინელი რადიკლის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის საიტზე დაიდო. მიმდინარე წლის მარტის ბოლოს, რუსეთის ფედერაციამ ინტერპოლს დიმიტრი იაროშის საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაუგზავნა. მას სავარაუდოდ ბრალს, სახალხოდ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, ტერორისტული საქმიანობის მოწოდებისათვის წაუყენებენ. 12 მარტს ქალაქ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, დიმიტრი იაროში დაუსწრებლად დააპატიმრა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზე, დიმიტრი იაროშის ვიდეო მიმართვა გახდა, რომლის დროსაც მან, ჩეჩენ ტერორისტს დოკუ უმაროვს კავკასიაში, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა მოთხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილების პარალელურად, რუსეთის ფედერაციამ დიმიტრი იაროშზე ძებნა გამოაცხადა.