მოლდავეთში სიტყვა „დედა“ და „მამა“ ასოცირების ხელშეკრულებამ იმსხვერპლა

1

მოლდავეთში ჯნდაცვის კანონში შესწორება შეიტანეს, კერძოდ ოჯახში სიტყვა ,,დედა“ და  „მამა“ შეცვალა სიტყვამ ,,ერთ ერთი მშობელთაგანი“, ინფორმაციას Moldnews-ი ავრცელებს. კანონში ცვლილებები გასულ კვირას 2010-2015  წლის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პროგრამით გათვანისწინებული პროექტის მიხედვით ჩაასწორეს. როგორც მოლდოველი კანონმდებლები აცხადებენ, ცვლილებები საშუალებას აძლევს ქალსა და მამაკაცსს ოჯახში თანასწორი უფლებებით ისარგებლონ. 2010 წელს ევროპის საბჭომ, მოლდავეთს რეკომენდაციით მიმართა, სიტყვა ,,დედა“ და „მამა“ ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოეღოთ, რადგან აღნიშნული ტერმინის გამოყენება, ევროპელებმა სექსიზმის გამოვლინებად აღიქვეს. ევროპის საბჭობ მითითება, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებს, ასევე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ბავშვებისათვის გათვალისწინებული ბლანკების მიმღებ კომისიასაც მისცა. მოლდავეთმა, აპრილის დასაწყისში ევროკავშირთან უვიზო მომოსვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. მიმდინარე წლის 27 ივნისს კი ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც გააფორმა. ამ ,,ბედნიერებამდე“ მოლდოვამ საკმაოდ რთული გზა გაიარა, ქვეყანაში ჯერ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს და გეებისა და სხვა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის მხრივ, მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა. როგორც სჩანს სიტყვა ,,დედა“ და „მამა“ ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს ამიტომაც შეეწირა.