გურამ ოდიშარიას თანამდებობას ორი კანდიდატი ემიზნება!

aaaa

„ქრონიკა+“-სთვის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის პოსტზე, ამ დროისათვის ორი კანდიდატურა განიხილება. ესენი არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე და კინემატოგრაფისტების ახალი თაობის წარმომადგენლი, რეჟისორი ნანა ჯანელიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა, რომელსაც იკავებდა გურამ ოდიშარია, ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილება განახორციელა. გურამ ოდიშარიას მსგავსად, თანამდებობა დატოვა კიდევ 6-მა მინისტრმა –  სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.