უკრაინული სატვრთო თვითმფრივანი Ан-26 რუსებმა ჩამოაგდეს?!

1

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტეიმ, ქვეყნის პრეზიდენს პეტრო პოროშენკოს მოხსენება გაუგზავნა სადაც ნათქვამია: ,,ავიალაინერის Ан-26ის ეკიპაჟი კავშირზე გამოვიდა, მფრინავები გენერალურ შტაბს დაუკავშირდნენ, ჯერჯერობით უცნობი საშუალებით ჩამოგდებული თვითმფრინავი 6.5 კმ სიმაღლეზე მიფრინავდა და საზენიტო კომპლექსის მეშვეობით უბრალოდ შეუძლებელი იყო მისი ჩამოგდება. სავარაუდოდ გამოყენებულია უფრო მძლავრი და ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი იარაღი, უკრაინელი სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან იქნა ჩამოგდებული. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და ჩვენი მფრინავები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნებიან გადმოყვანილი“ – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართ გაგზავნილ მოხსენებაში. დილით გავრცელებული ინფორმაციით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Ан-26 ამბოხებულებმა საზენიტო სარაკეტო სისტემის გამოყენებით ჩამოაგდეს.