ლუიშ ფელიპე სკოლარიმ თავი ჩამოიხრჩო!!!

23

ბრაზილიაში მიმდინარე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა. აწ უკვე განვლილმა მუნდიალმა, ფეხბურთის გულშემატკივრებს თავი უღიმღამო ფეხბურთით დაამახსოვრა. ტურნირში მონაწილე, ევროპული გრანდების უმრავლესობა ჯგუფიდანაც კი ვერ გავიდა. ტელეეკრანებთან მიჯაჭვული გულანთებული მაყურებელი, ამაოდ ელოდა საკუთარი კუმირების გაბრწყინებას. თუმცა წლევანდელმა მუნდიალმა კოსტა რიკის საფეხბურთო ნაკრები წარმოგვიდგინა, საკმაოდ ლამაზი ფეხბურთი შემოგვთავაზეს კოლუმბილელებმა, იტლიამ და ესპანეთმა ნაადრევად ჩაალაგა ბარგი და ალბათ მილიონებად შეფასებული ევროპელი ,,მოდელები“ სადმე შორს, საკუთარ გულთამპყრობელებთან ერთად მხურვალე მზეს,  ეგზოტიკური ზღვის სანაპიროებზე ეფიცხებიან. მთელი მსოფლიო თანხმდებოდა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების , როგორც მასპინძელი ქვეყნის უპირატესობაზე, მაგრამ პირველი მატჩის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ფეხბურთის ,,ოსტატებს“ რაღაც აკლდათ და წინ კარგი გასეირნება არ ელოდათ. ძლივს მოგებული მატჩი ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან, შემდეგ კოლუმბიასთან უფერული გამარჯვება და ისევ გულშემატკივრების მოლოდინი, მინდორზე ბრაზილიური სამბას ხილვა მრგვალი ბურთით ამაო გამოდგა. გერმანიასთან დაპირისპირება და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხება, ეს იყო სრულიად ბრაზილიის ტრაგედია, მაგრამ რა??? ქვეყანამ ეს მარცხიც გადააგორა და გულში,  ბრინჯაოს მოგების იმედად, კვლავ ათასობით მაყურებელი მივიდა სტადიონზე. იქნებ ახლა გაიბრწყინონ, იქნებ გერმანიასთან შემთხვევით მოხდა, ჩურჩულებდნენ პელეს, გარინჩას, სოკრატესის, კარეკას, ედერის, რონალდოს, რივალდოს, რონალდინიოს, რომარიოს და სხვა უამრავი გენიოსის მშობელი ქვეყნის უბრალო მოქალაქეები. გერმანიამ გადაუარა მინდორზე ბრაზილიას,  რონალდოს რეკორდიც, მიროსლავ კლოზემ ბრაზილიის ნაკრებთან მოხსნა და ერთი ბასრი ლახვარით მეტი გაუყარა გულში მთელ ქვეყანას. ჰოლანდიელებმა დამსახურებული ბრინჯაოს მედლები სულში ჩაიკონეს და ასეა თუ ისე საკუთარ ქვეყანაში თავაწეულები ჩავლენ. კიდევ ერთხელ ატირდა სრულიად ბრაზლია, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით იციან თუ, როგორ უნდა ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე. საბოლოოდ მსოფილო თასმა ბინა, ევროპის კონტინენტზე,  გერმანიაში დაიდო ბინა და ეს უფერული მუნდიალიც წარსულად იქცა. რაც შეეხება ბრაზილიელთა დამრიგებელს ლუიშ ფელიპე სკოლარის, ალბათ გულში ნანობს კიდეც ,,ბებერი“ რონალდინიო სახლში, რომ დატოვა და სტადიოზე კაკა ფოტოაპარატით, რომ კეკლუცობდა მხოლოდ. ლუიშ ფელიპემ ვერ შეიგრძნო ბრაზილიური სურვილი, გერმანიასთან მარცხი საკუთარ თავზე აიღო და ხმამაღლა სკანდირებდა ,,ჩემი ბიჭები არაფერ შუაშია, ეს მე წავაგე მუნდიალიო“, მაგრამ როგორც ფეხბურთის მსოფლიო მამები ამბობენ, ლუიშ ფელიპემ თავი ჩამოიხრჩო და საკუთარ სამწვრთნელო კარიერას წერტილი დაუსვა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ახალი დამრიგებლის მოლოდინშია და კულუალურად გავრცელებული ინფორმაციით, ის რჩეული შესაძლოა ჟოზე მოურინიო იყოს.