ვლადიმერ პუტინი კუბაში ჩავიდა

surati-3_ee923

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით კუბაში ჩავიდა. ვიზიტის პროგრამის ძირითადი მიზანი რაულ კასტროსთან შეხვედრა და ფიდელის მონახულებაა. მხარეები მთელი რიგი დოკუმენტების პაკეტზე ხელის მოწერას აპირებენ. რუსული დელეგაცია საბჭოთა მეომრის მემორიალს და კუბის რევოლუციის გმირის, ხოსე მარტის ძეგლს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალური ვიზიტით ვლადიმერ პუტინი კუბას მეორედ ეწვია, პირველად რუსეთის პრეზიდენტი ფიდელ კასტროსთან სტუმრად 2000 წელს ჩაბრძანდა. პუტინის ლათინურ ამერიკული ტურნე ჰავაიდან იწყება, შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, პირველი ოფიციალური ვიზიტით ბუენოს აირესს ეწვევა და არგენტინის პრეზიდენტთან უმაღლესი დონის მოლაპარაკებებს გამართავს. არგენტინული ვოიაჟის შემდეგ, პუტინი ბრაზილიაში ჩავა და მსოფლიო ჩემპიონატის 2018 წლის მუნდიალის, რუსეთში გამართვის უფლებას ოფიციალურად გადაიბარებს. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდგომ პუტინი ბრაზილიის პრეზიდენტთან და წამყვან პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრებს დაიწყებს.