მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ, კლუბის პრესსამსახურს, ბარსელონასათვის ჩემპიონთა ლიგის მოგების მილოცვა აუკრძალა. წერს El Mundo Deportivo. თანამშრომლებს მითითება თავად რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მისცათ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, კატალონიის ბარსელონამ, რეალის მიერ ლიგის თასის მოგების მილოცვა, კლუბის „Twitter“ გვერდზე გაავრცელა და მხოლოდ ამ წახალისებით შემოიფარგლნენ. გასულ კვირას, 6 ივნისს „კატალონიის ბარსელონამ“ ევროპის ლიგის ფინალში, იტალიის იუვენტუსი, ანგარიშით 3-1 დაამარცხა და პრესტიჟულ ტიტულს მეხუთედ დაეუფლა.