სახელმწიფო ხალხისთვის თუ სახელმწიფო ქურდებისთვის? (ვიდეო)

tarasaaa

პოლიტიკური პარტია ,,სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე ,,კანონიერი ქურდის”, ტარიელ ონიანის ახლო მეგობარი და შვილის ნათლიაა, – ინფორმაციას ამის შესახებ ,,ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს.
,,რამდენიმე კითხვა მაქვს: პირველი – პაატა ბურჭულაძე სახელმწიფოს ხალხისთვის გვპირდება თუ ქურდებისთვის? მეორე – ზურაბ ჯაფარიძისთვის რამდენად მისაღებია მსგავსი მენტალობის პერსონასთან ერთად ერთ ბლოკში ყოფნა? მესამე – გამარჯვების შემთხვევაში, ვინ მაძლევს გარანტიას იმისას, რომ რეალური მმართველი ტარიელ ონიანი არ იქნება, გიორგი ვაშაძე? და ბოლოს – აღძრავს თუ არა საქმეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით საქართველოს პროკურატურა? -აცხადებს ელისო კილაძე.