რენატ ახმეტოვის ბიზნეს იმპერია დაშლის პირასაა

6(276)

როგორც უკრაინული მედია იუწყება, დონეცკის შახტარის მეპატრონე და ქვეყანაში ერთ დროს გავლენიანი ბიზნესმენი, მილიარდერი რენატ ახმეტოვის პოლიტიკური ავტორიტეტი ნულის ნიშნულს მიუახლოვდა. უახლოესი პერიოდის დროს განითარებულმა მოვლენებმა ახმეტოვის ,,იმპერიას“ საფუძველი შეურყია. როგორც ირკვევა რენატ ახმეტოვის ბიზნეს სამყაროს დაშლას ,,მეფის კარზე მიღებული“ ასევე უკრაინელი მილიარდერი, კიევის ახალი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი იგორ პოლომოისკი დაჩქარებული წესით ცდილობს. ,,დონბასელი კნიაზი“ რომლისაც სულ ახლო წარსულში ნახევარ უკრაინას მაინც ეშინოდა, არც ახალ ხელისუფლებაში უყვართ და არც რეგიონში ამბოხებულები წყალობენ. აღარც ხალხი, აღარც პოლიტიკური წრეები, აღარც თვითგამოცხადებული ,,დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მესვეურები. რენატ ახმეტოვი საკუთარ თავთან მარტო რჩება, აცხადებენ ჟურნალისტები. მილიარდერის მიმართ არსებული რეალობა, მისი მერყევი პოზიციის გამოა წარმოქმნილი. ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში განვითარებული მოვლენების დროს, რენატ ახმეტოვმა საკუთარ საწარმოებში დასაქმებულ პერსონალს ,,აჯანყების” წინააღდეგ გაფიცვისაკენ მოუწოდა. ხალხის რისხვის შემდეგ კი ბიზნესმენმა კიევის ხელისუფლებას მიმართა  ,,არ დამომბოთ დონბასი, დონბასის დაბომბვა არ შეიძლება, არ შეიძლება სოფლების განადგურება, ინფრასტურქტურის დაშლა და ასე შემდეგ. სიტუაციის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, მხოლოდ მოლაპარაკებების გზითაა შესაძლებელი“ – აღნიშნული მოწოდება უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ამბოხებულების მხარდაჭერად მონათლა და როგორც სჩანს ახმეტოვსა და კიევს შორის შავმა კატამ გაირბინა.