ამერიკა გერმანიის ჯაშუშური სკანდალი და პუტინის სიხარული

flag-pins-germany-usa

გერმანია ამერიკას შორის წარმოქმნილი ჯაშუშური სკანდალი, პუტინის გულის გასახარად არაჩვეულებრივი საშუალება გამოდგა. წერს Time-ი,  როგორც გამოცემა მიიჩნევს, დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭება, რუსეთის ფედერაციისათვის საჭირო და სასარგებლო დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით გერმანიამ ამერიკის საელჩოში ЦРУ-ს წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა. გერმანიის მხარის მკაცრი რეაქცია რიგით მეორეა, გერმანული დაზვერვის სამსახურების, ამერიკულ მხარესთან საიდუმლო თანამშრომლობის საპასუხოდ. სტატიაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ დასავლეთის ქვეყნებს და რუსეთს შორის პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვამ ,,ცივი ომის“ შემდეგ ანალოგიურ ნიშნულს პირველად მიაღწია და ამ დროს პარტნიორმა ქვეყნებმა, ერთმანეთთან წარმოქმნილი კონფლიქტის მიუხედავად, შეთანხმებულად და ერთობლივად უნდა იმოქმედონ. თუმცა, როგორც სჩანს გერმანია და ამერიკა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, პოლიტიკურ არენაზე საერთო ძალებით ვეღარ წარსდგებიან. ,,ეს კი რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, ფანტასტიკური სიახლეა“ – აღნიშნავს სტატიის ავტორი.