ელისო კილაძე: ,,ცოცხების კადრები’’ დადგმულია!“ (ვიდეო)

loll

ციხის სკანდალური კადრების ე.წ. ცოცხების ეპიზოდი დადგმულია.

კადრების სრული ვერსიის ნახვისას ცხადად ჩანს, რომ ცოცხით პატიმრის წამებას და „გაუპატიურებას“ ადგილი არ ჰქონია.

ვლადიმერ ბედუკაძე და ციხის სხვა ბადრაგები სულით ავადმყოფ პატიმრებს დასცინიან. ერთ-ერთ კადრში ,,ცოცხით ნაწამები“ პატიმარი მღერის, მეორე კადრში კი ამბობს, რომ მესიაა.

სხვა კადრებში ჩანს, რომ საკანი ,,ნომერი 5“ იმიტირებულია და რეჟისორი ბედუკაძე სპეციალურად იღებს საკნის კარზე მიკრულ ციფრს. რეალურად, დღემდე არ არსებობს სხვა ბადრაგის მიერ გადაღებული არც ერთი კადრი.

სისტემურ დანაშაულს ამხელს მხოლოდ კარანტინის დაშლის კადრები, რომელიც გიორგი ლომიას ორგანიზებით დათა აკობიამ  გადაიღო. ,,ვფიქრობ, გამოძიება ხელახლა უნდა ჩატარდეს. ციხის ჯალათი ბედუკაძე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“, – აცხადებს ,,ქრონიკა+ “-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე.