ბარაკ ობამას დენვერში მოსაწევად მარიხუანა შესთავაზეს

does_obama_support_legalization_of_pot_or_not-1280x960

ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას, მარიხუანას მოწევა შესთავაზეს, იუწყება The Washington Times. ინციდენტი თეთრი სახლის მეთაურის კოლორადოს შტატში სტუმრობის დროს მოხდა. როდესაც ობამა დენვერის ერთ-ერთ ბარში შევიდა, ადგილობრივმა ფერმერმა მეთ ენტონმა მას მარიახუანას მოწევა შესთავაზა და ,,კასიაკიც“ მიაწოდა. ფერმერმა ობამასთან მხირული გასაუბრების ფოტო და ვიდეო ფირი სიციალურ ქსელ Instagram-ზე გაავრცელა. ,,მე მას მარიხუანის მოწევა შევთავაზე, მან გაიცინა და უარი განაცხადა“ – ყვება ფერმერი. ინფორმაცია იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ბარაკ ობამას დენვერის აეროპორტში ,,მოხალისეები“ ლოზუნგებით დახვდენენ ,,უფასო მარიხუანა ამერიკის პრეზიდენტისათვის“.  კოლორადო ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი შტატია, სადაც კანაბისის მოხმარება სრულადაა ლეგალიზებული. ქვეყნის დანარჩენ შტატებში პოლიცია წელიწადში დაახლოებით 800 000 ადამიანს აკავებს, მარიხუანის უკანონო მოხმარება, გავრცელების ბრალდებით. რაც შეეხება თავად ამერიკის პრეზიდენტს, არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, მისი ახალგაზრდობის დროინდელი გატაცება, კერძოდ ბარაკ ობამამ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღიარა, რომ ახალგაზრდობაში ის მარიხუანას აქტიურად ეწეოდა და მისი თქმით კანაბისი, სიგარეტზე და ალკოჰოლზე ნაკლებად საშიშია და თუ კი ვინმე ,,მხიარული ბალახით“ ერთობა აქ საგანგაშოც არაფერია.