ბრაზილიის ქუჩები ცეცხლშია გახვეული, მოსახლეობა ბარიკადებს აგებს!!!

12

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევრაფინალური მატჩის მსვლელობის დროს მასობრივი არეულობები დაიწყო. ტურნირის პირველ ნახევარფინალურ მატჩი ერთმანეთს გერმანიის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი მეტად დრამატულად დაიწყო და გერმანელებმა მეტოქის კარში, პირველ ტაიმში ხუთი უპასუხო გოლი გაიტანეს. მატჩი საბოლოოდ გერმანელებმა ანგარიშით 7:1 მოიგეს. გულგატეხილი მაყურებელი სტადიონს ტოვებს და ქალაქის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციას უერთდებიან. საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ბრაზილიელები, ქუჩებში ეროვნული გუნდის მაისურებს და ბრაზილიის დროშებს წვავენ, გულშემატკივრები ბარიკადებს აგებს, ამსხვრევენ მაღაზიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მინებს. დიდი ქალაქების ქუჩებში მსუბუქ ავტომიბილებს ცეცხლი უკიდია. სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება.