,,მემარჯვენე სექტორს” დონბასში ქიმიური იარაღის გამოყენებას ედავებიან

1399914358_flag-dnr

თვითგამოცხადებული ,,დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” გენერალურმა პროკურატურამ , უკრაინის ,,ნაციონალური გვარდიის” მებრძოლები და რადიკალური დაჯგუფება ,,მემარჯვენე სექტორის” აქტივისტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. ინფორმაცია ,,რესპუბლიკის” ინტერნეტ გვერდზე  ,,გენ პროკურორმა “რავილ ხალიკოვმა დადო. ,,მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მიმდინარეობს სავარაუდო ადგილების შემოწმება, სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ქიმიური იარაღი გამოიყენეს. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტმა, სისხლის სამართლის სამქის აღძვრა მოითხოვა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენების თაობაზე, ჩევნ ამ მგადაწყვეტილებას მხარს ვუჭერთ და მზად ვართ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ. ნათქვამია განცხადებაში.