დაკარგული „ობშიაკი“, ზვიგენი და ნაცემი ამირან მესხელი…

21

პირველად ქართულ მედიაში „ქრონიკა+“ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ამირან მესხელის ფოტოს აქვეყნებს!

„ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში  მარტო არ მისულა. ის არ ენდობოდა არც ახალაიებს, არც კოდუას. ეს ფაქტია. ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი ამ უწყებაში იყო ერთი შეუმჩნეველი ბიჭი, რომელიც მან ახალციხიდან თან ჩამოიყვანა – ამირან მესხელი. მესხელი „მოდულის“ შენობის თვალი და ყური იყო, მას ექვემდებარებოდა როგორც ახალაიასა და კოდუას, ისე კონტრდაზვერვის დეპარტამენტები. მესხელი იმდენად კულუარული ფიგურა იყო, ოპოზიციის მიტინგებზეც კი დადიოდა და ვერავინ ხვდებოდა, რომ ის ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო (სხვათა შორის, „ქრონიკა+“ ამირან მესხელის ფოტოს ექსკლუზიურად აქვეყნებს). ვანოს ეს შეუმჩნეველი მარჯვენა შიშის ზარს სცემდა „მოდულის“ შენობას. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ამირან მესხელს არც უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და არც სამხედრო სავალდებულო სამსახურში იყო ნამყოფი. მეტიც, როცა მას ჯარში წასვლის დრო დაუდგა, სამხედრო კომისარიატში მივიდა და განცხადება დაწერა, – სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ვარ და სამხედრო სავალდებულო სამსახურში არ წამიყვანოთო.”

ვრცლად „ქრონიკა+”-ის ხვალინდელ ნომერში.