ИТАР-ТАСС: სლავიანსკში რეპრესიები დაიწყო

vinaa

ცარევის განცხადებით კიევის ახალი ხელისფულება, რომელიც მისი თქმით სლავიანსკსა და კრამატორსკში დროებით მოკალათდა, მასობრივად აპატიმრებს აღნიშნულ ქალაქებში მცხოვრებ 25-36 წლის მამაკაცებს. ოლეგ ცარევმა აღნიშნული ინფორმაცია რუსულ ტელეარხთან “Россия 24” ინტერვიუს დროს გააჟღერა. ,,მთელი ღამის განმავლობაში, რეგიონში მომსახურე მილიციის ქვედანაყოფების აბსოლუტურად ყველა წევრი დააპატიმრეს და გაურკვეველი მიმართულებით გაიყვანეს, ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი 25-დან 36 წლამდე დაპატიმრებულია, მიზეზად უკრაინელ ძალოვნებს საგამომძიებლო პროცედურები მოჰყავთ. ეტყობა კიევს აგენტური ქსელების აღმოჩენის მანია სჭირს, მოსახლეობას აწამებენ და აიძულებენ აღიარებინონ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. იჩხრიკება ყველა სახლი, ეძებენ იარაღს და ასევე უაზრო ბრალდებებით აპატიმრებენ უდანაშაულო ადამიანებს. კიევმა დონბასის რეგიონში ეგზეკუცია ჩააყენა. მოსხლეობას საკუთარი სახლების დატოვების უფლებას არ აძლევენ“ აცხადებს ცარევი.