,,ვწუხვარ, რომ თამაზაშვილის და მისი თანამოაზრეების ვერსიას ატირაჟებთ !!!“

wee

,,ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის პასუხი თამარ ჩერგოლეიშვილს :

,,ვწუხვარ, რომ ისევ მიხდება პასუხი თემაზე, რომელზეც ბევრი დაიწერა –  შინაგან საქმეთა მაშინდელ მოადგილეს გელა ხვედელიძეს გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ვიდეო არ აუტვირთავს – ეს პროვოკაცია მას მოუწყო ირაკლი ღარიბაშვილმა და მის სიმამრთან თამაზ თამაზაშვილთან დაახლოებულმა პირთა ჯგუფმა, მხოლოდ იმიტომ, რომ თამაზაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროზე კონტროლი მოეპოვებინა.!!!
ჩანაწერში, რომელსაც ამ ფაქტის დასტურად ახსენებთ,  გიორგი ფარესიშვილის ფირს არა გელა ხვედელიძე, არამედ ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი ახსენებს.
ჩემს მიერ მთავარ პროკურატურაში მიტანილია აუდიო ჩანაწერები და სხვა მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ ფირი ლევან ჩიტაძის ოფისიდან აიტვირთა. დასახელებულია კოკა ყანდიაშვილის გვარიც.
გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლებამ ლევან ჩიტაძე ეკა ბესელიას კომიტეტში დაასაქმა, გოჩა ნაჭყებია ლადო ბედუკაძის სააგენტოში, სასამართლო პროცესზე არ მოუყვანიათ არც ერთი მოწმე, მათ შორის გენერალური ინსპექციის ცრუმოწმე ირაკლი გელიტაშვილი, რომელმაც ჩემთან ინტერვიუში აღიარა, რომ გენინსპექციაში მიიყვანეს და ჩვენება დააწერინეს.
ეს იყო ღარიბაშვილის, ჯანყარაშვილ-თამაზაშვილის და მათი თანამოაზრეების შეთქმულება გელა ხვედელიძის წინააღმდეგ, რომელმაც პირველ პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაულს არ აღიარებს, ამის შემდეგ საქმეს გრიფი დაადეს და პროცესი დახურეს, ერთწლიანი პირობითი სასჯელი კი სრულიად უდანაშაულო ადამიანს მიუსაჯეს. სანამ საქმეს გრიფი ადევს, მას ამ თემაზე საჯარო განცხადებების გაკეთება კანონით აკრძალული აქვს .
სისხლის სამართლის საქმეში ასევე დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს რომ გელა ხვედელიძის არც ერთ კომპიუტერში მასალის ატვირთვის კვალი არ აღმოჩნდა, ვწუხვარ, რომ თამაზაშვილის და მისი თანამოაზრეების ვერსიას ატირაჟებთ !!!!“