„თავისუფალი ზონის“ წევრების ადგილსამყოფელი ცნობილია!

10501256_741744589181916_1022501172_n

„ქრონიკა+“ ინფორმაციით, „თავისუფალი ზონის“ დაკავებული წევრები გადაყვანილი ყავთ შსს-ს ცენტრალურ შენობაში კახეთის გზატკეცილზე, სადაც განლაგებულია ქალაქის საპატრულო პოლიციის მთ.სამმართველო. (ე.წ. სამრეცხაოსთან) შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარი ხელჩართული დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა დააკავეს „თავისუფალი ზონის“ წევრი დავით გოგოხია. დაშავებულია ორგანიზაციის რამდენიმე წევრი, მათ შორის გიორგი რუხაიას თავი აქვს გატეხილი, უგონო მდგომარეობაშია და რამდენიმე სხვა პიროვნებასთან ერთად გადაყვანილია ღუდუშაურის საავადმყოფოში.