დაშავებული და დაკავებულია „თავისუფალი ზონის“ წევრები!

10501256_741744589181916_1022501172_n

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარი ხელჩართული დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა დააკავეს „თავისუფალი ზონის“ წევრი დავით გოგოხია. დაშავებულია ორგანიზაციის რამდენიმე წევრი, მათ შორის გიორგი რუხაიას თავი აქვს გატეხილი, უგონო მდგომარეობაშია და რამდენიმე სხვა პიროვნებასთან ერთად გადაყვანილია ღუდუშაურის საავადმყოფოში. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგენენ დაკავებულების ადგილსამყოფელს.