შავ ზღვაში ნატოს საზღვაო ხომალდები შევიდნენ

nato

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მეორე მუდმივმოქმედი ჯგუფის (SNMCMG-2) ოთხი ერთეული სამხედრო საზღვაო, საბრძოლო ხომალდები შავ ზღვაში შევიდნენ. SNMCMG-2 ჯგუფს საზღვაო ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო ხომალდი ,,Aviere” უდგას სათავეში, მას მხარს იტალიის სამხედრო უწყების, მძიმე ტექნიკის გადამზიდი Rimini  უმშვენებს. ბერძნული Machitis და თურული Akcay საბრძოლო დაზღვევის ერთ-ერთ მთავარ სამუშაოს ასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით ნატოს საზღვაო ხომალდები ბულგარეთის პორტ ბურგასის მიმართულებით გადაადგილდებიან, სადაც ბულგარელ კოლეგებთან ერთად, საერთო საზღვაო სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საზღვაო ძალების სამეთაურო შტაბის განცხადებით, SNMCMG-2 ჯგუფი ძირითადად რვა ერთეული სტრატეგიული ხომალდებისაგან შედგება, რომელსაც ბელგია, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკა წარმოადგენს. აღნიშნული ჯგუფი იტალიის ქალაქ ნეაპოლში განთავსებულ, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედრო საზღვაო, თავდაცვის სამეთაურო შტაბს ექვემდებარება.