პუტინმა ობამას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

to

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ინფორმაცია კრემლის საიტზე დაიდო. ტელეგრამაში პუტინი იმედს გამოთქვამს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების დარეგულირებაზე და ობამას თანასწორუფლებიანი და პრაგმატული ურთიერთობის მხარდაჭერისაკენ მიუთითებს. ,,რუსეთი და ამერიკა ორი დიდი ,,დერჟავაა” ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მსოფლიოს ქვეყნების წინაშე, მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, ამერიკა და რუსეთი მხოლოდ თანასწორუფლებიან ურთიერთობებზე უნდა გადავიდნენ და საერთო სახალხო ინეტრესები ძირითად მიმართულებად უნდა ვაქციოთ. ჩვენ მხოლოდ ორმხრივი ურთიერთ დაფასებული ურთიერთობის მომხრე ვართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამერიკელ ხალხთან ერთად , ყველაფერს შევძლებთ”.