მთავარი მსოფლიო ,,ალ ქაიდა” ევროპა ამერიკის წინააღმდეგ ტერორისტული ომისთვის ემზადება

,,ალ ქაიდა” ევროპა ამერიკის წინააღმდეგ ტერორისტული ომისთვის ემზადება

816
0
გაზიარება

n2

ტერორისტული ორგანიზაციის ,,ალ ქაიდას”- მთავარი იდეოლოგი და ლიდერი იბრაჰიმ ალ-ასირი, ევროპელ ისლამისტებს , თავიანთ ქვეყნებში, სადაც მუდმივად ცხოვრობენ, ტერორისტული ომისთვის ამზადებს. წერს The Times- დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. როგორც ირკვევა ალ-ასირი ,,კოლეგებს” შეუმჩნეველი ბომბების გამოყენების პროგრამას სთავაზობს, რომლებიც მისი გეგმით, ევროპიდან და ამერიკიდან განხორციელებულ საჰაერო რეისებზე უნდა გამოიყენონ. სპეცსამსახურების მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, ალ-ასირი სირიაში და ერაყში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების გამოცდილებას იზიარებს და აქტიურად ცდილობს, ახალი ტექნოლოგიები ფართომაშტაბიანი პროგრამით დანერგოს. როგორც გამოცემა ,,The Daily Express” იუწყება ,,ალ ქაიდას” ახალგაზრდა ლიდერი (32წლის) ამერიკული სპეცსამსახურების მიერ ძებნილი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტია, რომელიც იემენში საიდუმლო სამწვრთნელო ბაზაზე ცხოვრობს. ამერიკული და ევროპული ავიაკომპანიები სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, გაათმაგებული წესრიგით ახორციელებს ავიარეისების შემოწმებას.

დატოვეთ კომენტარი