ტერორისტები ხალიფატის ტერიტორიას აფართოებენ

ჯაზზ

ისლამისტური რადიკალური დაჯგუფება ,,ერაყისა და ლევანტას ისლამისტური სახელმწიფო” სირიის დასავლეთით მდებარე პროვინცია დეირ-ეზ-ზორს აკონტროლებს. წყაროს ინფორმაციით, რადიკალები აღნიშნულ ტერიტორიაზე მას შემდეგ შევიდნენ, რაც ,,ალ ნუსრას ფრონის” მებრძოლებმა მათ მიერ დაკავებული ქალაქები მაიადინი და შახილი დატოვეს. პარალელურად, სირიის ტერიტორიაზე მოქმედმა სხვადასხვა ტიპის ტერორისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა ,,ერაყისა და ლევანტეს ისლამისტურ სახელმწიფოს” ერთგულება გამოუცხადეს. სააგენტო Daily Star-ის ინფორმაციით, ისლამისტი რადიკალების მიერ დაკავებული ტერიტორია, ხუთჯერ აღემატება ლივიის სახელმწიფო ტერიტორიას. რეგიონის დედაქალაქს, აეროპორტსა და რამდენიმე სოფელს ასადის არმია აკონტროლებს.