მერკერი, პუტინი და ოლანდი – ეუთოს მისიის მხარდამჭერები

neww

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის დროს, რეგიონში ეუთოს მისიის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse ავრცელებს: ,,სამი ქვეყნის ლიდერი, მხარს უჭერს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ეუთოს მისიის გაძლიერებას და სიტუაციის სათანადო მონირტორინგს” -ხაზგასმით აღნიშნავს სააგენტო. სააგენტოს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი აღშფოთებულია მშვიდობიან მოქალაქეთა შორის მსხვერპლის გაზრდით და უკრაინის ტეროტორიიდან ლტოლვილთა რაოდენობის გადინებით. ,,როდესაც ადამიანი საკუთარ სახლ-კარს ტოვებს ეს ნიშნავს, რომ მას იქ, აღარ დაედგომება, ან ძალით გამოაძევეს. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი დღითიდღე მატულობს, რაც კატასტროფაა” – პუტინის სიტყვების ციტირებას სააგენტო Agence France-Presse აკეთებს. მერკერი და ოლანდი მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტს მის ხელთარსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს და რეგიონში სისხლისღვრა შეაჩეროს.