რა იცოდა ლადო ბედუკაძის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა და ვინ არის თამაზი? (აუდიო)

gdfd

ლადო ბედუკაძე-ირმა ორჯონიკიძე
საუბრის ფრაგმენტი ( აუდიო )
ციხის კადრების გამოქვეყნების მერე ლადო ბედუკაძე ბელგიაში იმყოფებოდა. ის სისტემატურად იწერდა იმ პირებს, რომლებიც მასთან „სკაიპის“ მეშვეობით საუბრობდნენ, რამდენადაც არ უნდა გაგკვირდეთ, ეს არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი იწერდა საკუთარ მეუღლესაც.
ერთ ერთი საუბრის ჩანაწერის ფრაგმენტში ლადო ბედუკაძე მეუღლეს ესაუბრება ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ, საუბარში ახსენებს “იმ გოგოს“ რომელიც არის ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი და თამაზის, რომელსაც მასთან სახლში უნდა გაევლო თვის ბოლოს.
ჩანაწერი , რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების მერეა გაკეთებული ცხადყოფს, რომ გლდანის ციხის ყოფილ ჯალათს პირდაპირი კავშირი აქვს შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და მის ახლო გარემოცვასთან.
„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ლადო ბედუკაძის სხვა სკანდალური ჩანაწერების გამოქვეყნებას უახლოეს მომავალში აანონსებს.