რუმინეთის პრემიერ მინისტრი ავღანეთში ვიზიტის დროს სარაკეტო თავდასხმაში მოჰყვა

ქქ

რუმინეთის პრემიერ მინისტრი ავღანეთში ვიზიტის დროს, სარაკეტო თავდასხმაში მოჰყვა. ინფორმაცია 29 ივნისს ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტომ Khama Press-მა გაავრცელა. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთ პროვინცია ყანდაღარში მდებარე ნატოს სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს, როდესაც იქ რუმინეთის დელეგაცია იმყოფებოდა. ნატოს სამხედრო ბაზაზე, რუმინული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთის ტერიტორიის დატოვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია იმერთებოდა. ინციდენტი რუმინეთის პრემიერ მინისტრის სიტყვის გამოსვლის დროს მოხდა. ვიქტორ პონტას გარდა, აღნიშნულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მირჩა დუშა და ვიცე პრემიერი გაბრიელ ოპრია. ქვეყნის დელეგაცია სრული შემდაგენლობით იძულებული გახდა თავშესაფარში გადასულიყვნენ. ,,საგანგაშო არაფერი მომხდარა, ეს ხომ აქ ჩვეულებრივი მოვლენაა, მე ძალიან ვწუხვარ, რომ ძირითადი დროის გატარება ჩვენს ბიჭებთან ერთად ბუნკერში მომიხდა. ტერორისტებმა საზეიმო განწყობა გაგვიუჭეს. ვულოცავ ყველა რუმინელ სამხედრო პირს სახლში დაბრუნებას” განაცხადა ბუნკერიდან ამოსვლის შემდეგ ვიქტორ პონტამ. ბუქარესტმა საკუთარი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში 2002 წელს გაგზავნა. საერთო ჯამში 2000 მებრძოლი, 2015 წალმდე მათი რაოდენობა 200-მდე შემცირდება. ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაციას დღემდე 24 რუმინელი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.