ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრები მუნდიალზე გამარჯვების შემთხვევაში კოსმოსში გაფრინდება

1011972422

ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრები მუნდიალზე გამარჯვების შემთხვევაში, სრული შემადგენლობით მწვრთნელთან ერთად კოსმოსში გაფრინდება. ჰოლანდიის ნაკრებს ამ ორიგინალურ საჩემპიონო ტურს ნიდერლანდების კოსმოსური სააგენტო Space Corporatin (SXC), ჰპირდება, რომლის ხელმძღვანელობა ამ დასკვნამდე , ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრის დროს ვან პერსის მიერ ულამაზესი გატანილი გოლის შემდეგ მივიდა. ,,ჩვენ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ და ეს იქნება მადლობა ერის სახელით, მთავარია მათ გაიმარჯვონ და მათ ვპირდებით, რომ ჩვენს პლანეტას ჩვენი გმირები 103 კილომეტრის სიმაღლიდან გადმოხედავენ. ლუი ვან გაალს კი მიეცემა შესაძლებლობა შეგირდებს დარიგეგები კოსმოსში ჩაუტაროს,, აცხადებენ ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოში. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.