„NASA“ – მ „მფრინავი თეფში“ წარმატებით გამოსცადა

28

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ ((NASA) წარმატებით გამოსცადა დედამიწის ატმოსფერულ ზონაში ,,მფრინავი თეფში”, რომელიც სამომავლოდ წითელ პლანეტაზე დაშვების ახალი ტექნოლოგიების ასამაღლებლად გამოიყენება. წარმატებული გაშვებიდან რამოდენიმე ხნით ადრე ,,მფრინავი თეფში” სახელწოდებით Low-Density Supersonic Decelerator (LDSD), რომელიც ფანტასტიკური ფილმების ჟანრის უცხოპლანეტელების გადააგდილების ერთ-ერთ საფრენ აპარატებს მოგაგონებთ, დედამიწის ატმოსფერულ ზონაში უამინდობის გამო ვერ გავიდა. საფრენი აპარატი რომელიც დისკოს ფორმისაა და უდიდესი პარაშუტითაა აღჭურვილი ჰავაის კუნძულ კაუაიდან აიჭრა ატმოსფერულ ზონაში, რომლის წარმატებულ სტარტში დიდი წვლილი 36 მეტრის რადიუსის საჰაერო ბურთმა შეიატანა. მფრინავმა თეფშმა ატმოსფერო სენსაციური სიჩქარით გადასერა და პარაშუტის გამოყენებით წყნარი ოკეანის ჰავაის არქიპელაგის აუზში დაეშვა. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.