სერგეი შამბა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს რაულ ხაჯინბას დაუჭერს

სერ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ რესპუბლიკაში დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ის მხარს რაულ ხაჯინბას დაუჭერს და ამ პოსტზე საკუთარ კანდიდატურას დაყენებას არ აპირებს. ,,მე მხარს დავუჭერ რაულ ხაჯინბას, ჩვენ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთნაირი ხედვა გვაქვს და კონკურენციის გაწევას არ ვაპირებ,  რაულ ხაჯინბას გამარჯვების შემთხვევაში ძალიან დიდი სურვილი მაქვს რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა დავიკავო, ან ისევ პრემიერ მინისტრის პორტფელზე განვაცხადო პრეტენზია. რაულ ხაჯინბა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო არჩევანია, თუმცა ჯერი მოსახლეობაზეა თუ ვის დაუჭერს აფხაზი საზოგადოება მხარს” – აცხადებს შამბა. აფხაზეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოსაა დანიშნული.