პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა ევროპის მოედნიდან

5დავით უსუფაშვილი ევროპის მოედანზე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო „მოგესალმებით ქართველო ევროპელებო! გილოცავთ დღევანდელ დღეს! გილოცავთ იმას, რომ ასრულდა მრავალი თაობის ქართველთა ოცნება და საქართველომ გააკეთა თავისუფალი არჩევანი – გადადგა ნაბიჯი ევროპისკენ“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროპის მოედანზე შეკრებილებს. მისივე თქმით, საქართველოს ადგილი ყოველთვის ევროპაში იყო. „ჩვენ ვბრუნდებით იქ, სადაც ცივილიზაციურად ყოველთვის იყო ქართველების ადგილი. ამასთანავე, ევროპასთან ასოცირებით არსად არ მივდივართ კავკასიიდან, ჩვენი კულტურიდან, პირიქით, ვრჩებით იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ, გავმდიდრდეთ და უკეთ გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განსხვავებული არჩევანის მიუხედავად, კეთილმეზობლური ურთიერთობები ყველა იმ ქვეყანასთან გაგრძელდება, ვისაც ამის სურვილი ექნება. სიტყვით გამოსვლისას, დავით უსუფაშვილმა ყველა იმ პოლიტიკოსს გადაუხადა მადლობა, ვინც ამ კონკრეტული მიმართულებით იმუშავა. „ჩვენ ყველამ ერთად, გაერთიანებული ძალებით, უნდა გავაგრძელოთ სვლა. ვიაროთ ყველამ ერთად ამაყად, თავაწეულებმა, ევროპისკენ. ის უკვე ჩვენი სახლიცააა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ