მთავარი მსოფლიო პლატინი FIFA-ს პრეზიდენტობისათვის ემზადება

პლატინი FIFA-ს პრეზიდენტობისათვის ემზადება

1610
0
გაზიარება

პლ

ევროპის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი (UEFA) მიშელ პლატინი, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. წერს ,,AS“-ი. გამოცემის ინფორმაციით, ფრანგ ვეტერანს ფიფაში შემავალი ექვსი კონფედერაციიდან, მხარს ოთხი უჭერს. ,,პლატინი არჩევნებში გამარჯვებას იმედოვნებს და დაკავებული თანამდებობის დატოვებას, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტისათვის, ვოლფგანგ ნირსბახისათვის აპირებს. FIFA-ს პრეზიდენტობისათვის ბრძოლის სურვილი ყოფილმა ფეხბურთელმა დავიდ ჟინოლამ, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა, ორგანიზაციის ყოფილმა და კორეიის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, სამხრეთ კორეელმა ჩონ მონჟუნმა, ბრაზილიელმა ზიკომ და ლიბერიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა მუსა ბილიტიმ გამოსთქვეს. ორგანიზაციის რიგგარეშე სხდომა ციურიხში 20 ივლისაა ჩანიშნული, სადაც არჩევნების საბოლოო თარიღი უნდა დაზუსტდეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს, იოზეფ ბლატერი FIFA-ს პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს, თუმცა კორუფციული სკანდალის გამო, გამარჯვებიდან მეხუთე დღეს ბლატერმა თანამდებობიდან წასვლის განცხადება გააკეთა.

დატოვეთ კომენტარი