დონბასის ბატალიონი კიევში ბრუნდება

3

დონბასის ბატალიონი 29 ივნისს კიევში ჩასვლას პროტესტის ნიშნად უკუღმა გადაბრუნებული დროშებით გეგმავს. განცხადება ბატალიონის მეთაურმა სერგეი სემჩენკომ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დადო. ,,ჩვენ ჩავალთ კიევში და გვსურს თვალებში ჩავხედოთ ხალხის მიერ არჩეულ ახალ პრეზიდენტს. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უკუღმა დაშვებული დროშებით, რეგიონში ცეცხლის შეწყვეტას გავაპროტესტებთ, ვისაც გაქვთ სურვილი შემოგვიერთდით. არანაირი მოლაპარაკება, არანაირი მორატორიუმი, დონბასი რუსული ბანდფორმირებებისაგან უნდა გათავისუფლდეს. პოროშენკოს უნდა ვკითხოთ რა უნდა??” – აცხადებს სემენჩენკო.